საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და ღირსი მამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I), დიდმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), „დიდება“ დიდმოწამისა: „ანასტასია, ყოვლად საგალობელო...“ (ჴმა II), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განშუენდი ბეთლემ...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ დიდმოწამისა: „ცხოველმყოფელისა აღდგომისა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „იხარებდ ესაია...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი დიდმოწამისა: „ტარიგი შენი, იესუ...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_„ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ დიდმოწამისა: „ტარიგი შენი, იესუ...“ (ჴმა IV), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად ფსალმუნებისა: წინადღესასწაულისა, „დიდება“ „აწ და“ - მისივე (სადღესასწაულოდან).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).
II კანონი - დიდმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - დიდმოწამის კანონის ძლისპირი დაეფარება III, VI, VIII და IX გალობებს.
_ „უმცირესი საგალობელი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა.
- წარდგომა დიდმოწამისა: „ვითარცა სძალსა ქრისტესსა...“ (ჴმა I), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „შობისა ქრისტესისა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დიდმოწამისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ (გამოავლინე) დიდმოწამისა: „ხრისოგონს საკვირველსა...“, „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „იხარებდინ ცანი...“
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა VI), „დიდება“ წინადღესასწაულისა: „კუერთხითა რკინისათა...“ (ჴმა VI), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განსცხრებოდე დავით...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ დიდმოწამისა: „წინადღესასწაულისა დღე არს...“ (ჴმა V), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ნუ სადამე ჰკელობ...“ (ჴმა V).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1-გზის.
ტროპარი დიდმოწამისა: „ტარიგი შენი, იესუ...“ (ჴმა IV), „დიდება“ აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინადღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), დიდმოწამის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; დიდმოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა, აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; დიდმოწამისა.
კონდაკები: - წინადღესასწაულისა, „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; დიდმოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დიდმოწამისა (იხ. Богослужебные указания на 2023 год).
სამოციქულო და სახარება - დღისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
მუხლი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა“.
ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.