საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი _ წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირ. მოწამისა).
კვირის ციკლის მსახურება - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ქრისტეშობის წინა დღე.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა “ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა V), ღირსმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „აჰა, მოგუეახლა ჟამი...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“, „აწ და“ - მისივე: „სიონ, დღესასწაულობდ, ბეთლემო...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი წინადღესასწაულისა: „აღიწერებოდა ოდესმე...“ 1-გზის (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „აღიწერებოდა ოდესმე...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წინადღესასწაულისა. „დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსმოწამისა: „მარხვითა და ლოცვითა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „ცად მეჩუენა მე დღეს...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ჴმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინადღესასწაულისა: „რომელი ნათელსა შინა მკვიდრ არს...“. „დიდება“, „აწ და“ - მისივე: „გალობაჲ მივართუნეთ...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა - 4 მუხლად. „დიდება“ - წინადღესასწაულისა: „მოვედ, ბეთლემო...“ (ჴმა VI), „აწ და“ - მისივე: „ჰოჲ, სანატრელო მუცელო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ - წინადღესასწაულისა: „დიდება შენდა...“ (ჴმა II), „აწ და“ - მისივე: „გიხაროდენ, რომელმან ცხორებაჲ უშევ სოფელსა...“ (ჴმა II).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი წინადღესასწაულისა: „აღიწერებოდა ოდესმე...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი წინადღესასწაულისა: „აღიწერებოდა ოდესმე...“ (ჴმა IV).
_ კონდაკი წინა დღისა: „ქალწული დღეს...“ (ჴმა III).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინადღესასწაულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით); VI გალობიდან - 4 მუხლი („დიდება, აწდა“-თი).
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარი წინადღესასწაულისა;
„დიდება, აწ და“ - კონდაკი წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა;
„დიდება“ - კონდაკი წინადღესასწაულისა, „აწ და“ - კონდაკი ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი რიმელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა;
„დიდება“ - კონდაკი ტაძრისა, „აწ და“ - კონდაკი წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღისა (შაბათისა).
სამოციქულო და სახარება – ქრისტეშობის წინა დღისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
მუხლი: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი
ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათგან იხსნა იგინი”.
მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს უფალმან“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“
შენიშვნა: წირვის დასრულებისთანავე აღესრულება IX ჟამი და დიდი მწუხრი.
დიდი მწუხრი
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი -უკუნისამდე“.
_ მედავითნე: ამინ.
- მოვედით, თაყუანის-ვსცეთ _ 3-გზის.
შენიშვნა: თუ IX ჟამს არ აღვასრულებთ, ასამაღლებლის შემდეგ ვიტყვით დასაწყის ლოცვებს.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „დიდი კვერექსი“.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: დღესასწაულისა - 8 მუხლი (ჴმა II). „დიდება“, „აწ და“ - დღესასწაულისა: „ერთმთავრობასა მას აგვისტოსისასა...“ (ჴმა II).
_ შესვლა სახარებით.
_ წარდგომა დღისა: „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა“ (თავისი მუხლებით).
_ საწინასწარმეტყველო - 8
შენიშვნა: სამი საწინასწარმეტყველოს შემდეგ, ტროპარი: „ფარულად იშევ...“ აღვასრულებთ მას სათანადო მითითებების შესაბამისად; მე-6 საწაინასწარმეტყველოს შემდეგ ტროპარი: „აღმობრწყინდა ქალწულისაგან...“ შესაბამისი მითითებებით. ტროპრების გალობის წინ გაიღება აღსავლის კარი, დასრულების შემდეგ კი დაიხურება).
მე-8 საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ გაიღება აღსავლის კარი.
_ მცირე კვერექსი: „მერმე და მერმე მშვიდობით...“.
_ მღვდელი - ასამაღლებელი: „რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და...“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისა თანა“.
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს წარდგომას: (ჴმა I): „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ“.
მუხლი: „ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი“.
გუნდი გალობს სათანადოდ.
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს: „ებრაელთა მიმართ ეპისტოლე...“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს.
_ მღვდელი: „მშვიდობა შენდა“!
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისათანა“!
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე ასახელებს „ალილუიას“ ხმას, რომელზეც გუნდი გალობს „ალილუიას“- 3-გზის.
_ მედავითნე კითხულობს „ალილუიას“ მუხლებს, რომლებზეც გუნდი გალობს „ალილუიას“- 3-გზის.
ალილუია (ჴმა V): „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
მუხლი: „კუერთხი ძლიერებისაჲ გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით“.
მუხლი: „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არა შეინანოს“.
_ დიაკონი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“!
_ მღვდელი: „მშვიდობა ყოველთა“!
_ გუნდი: „და სულისაცა შენისათანა“!
_ მღვდელი: „ლუკასასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი“.
_ გუნდი: „დიდება შენდა, უფალო, დიდება, შენდა“!
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მღვდელი (დიაკონი) კითხულობს სახარებას ამბიონზე (ლკ. 5 დას. II, 1-20).
_ გუნდი: „დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა“!
მრჩობლი კვერექსი, „და ღირს მყვენ...“, თხოვნითი კვერექსი და ჩამოლოცვა სადღესასწაულო ღია აღსავლის კარში.
მწუხრის განტევების შემდეგ შუა ტაძარში დადგამენ ანთებულ სანთელს და იგალობება დღესასწაულის ტროპარი: „შობამან შენმან...“, „დიდება, აწ და“ კონდაკი: „ქალწული დღეს არსებად...“