უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღემისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.

 

ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა ლიტიით (პურის კურთხევით) _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: მაცხოვრის ხორციელად შობის მსახურება (საუფლო ათთორმეტთაგან უძრავი დღესასწაული)

 

დიდი სერობა:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი ღიაა.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი... (წმ. ტრაპეზის წინ, რის შემდეგაც აღესრულება სრული კმევა).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა,

- მეუფეო ზეცათაო..., წმიდაო ღმერთო..., ყოვლადწმიდაო სამებაო..., მამაო ჩუენო....

კმევის დასრულების შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი.

_ მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...

_ მედავითნე: ამინ.

- უფალო, შეგვიწყალენ - 12-გზის.

- დიდება, აწ და.

- მოვედით, თაყუანის-ვსცეთ... - 3-გზის.

_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.

- დიდება, აწ და.

- ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო - 3-გზის.

- უფალო, შეგვიწყალენ - 3-გზის.

- დიდება, აწ და.

_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.

- დიდება, აწ და.

- ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო - 3-გზის.

- უფალო, შეგვიწყალენ - 3-გზის.

- დიდება, აწ და.

_ მედავითნე: ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.

_ გუნდი: ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.

_ მედავითნე: ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

_ გუნდი: რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი. და შემდგომი ჟამნიდან.

შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.

დასასრული:

_ მედავითნე: ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.

_ გუნდი: ჩვენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.

_ მედავითნე: დიდება.

_ გუნდი: ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით.

_ მედავითნე: აწ და.

_ გუნდი: ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე წარვლეთ მშვიდობით....

_ გუნდი: დიდება.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე განვლეთ მშვიდობით....

_ გუნდი: აწ და.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე წარვლეთ მშვიდობით....

- მუხლები: ორცოთა ბუნება... და შემდგომი.

- მრწამსი.

_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ჩუენ ცოდვლთა - და შემდგომი.

I წმიდაო ღმერთო:

_ მედავითნე: წმიდაო ღმერთო..., ყოვლადწმიდაო სამებაო..., მამაო ჩუენო....

_ მღვდელი: ,რამეთუ შენი არს სუფევა....

_ გუნდი: ტროპარი დღესასწაულისა.

შენიშვნა: ტროპარის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.

- უფალო შეგვიწყალენ - 40- გზის, დიდება, აწ და.

- უპატიოსნესა ქერობინთასა....

- სახელითა უფლისათა... გუაკურთხენ!

_ მღვდელი: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა....

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: უფალო, უფალო, რომელმან მისნენ....

II ნაწილი:

_ მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... - 3-გზის.

- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.

- ლოცვა: უფალო ყოვლისა მპყრობელო....

II წმიდაო ღმერთო:

_ მედავითნე: წმიდაო ღმერთო..., ყოვლადწმიდაო სამებაო..., მამაო ჩუენო....

_ მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა....

_ გუნდი: კონდაკი დღესასწაულისა.

შენიშვნა: კონდაკის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.

- უფალო შეგვიწყალენ - 40- გზის, დიდება, აწ და.

- უპატიოსნესა ქერობინთასა....

- სახელითა უფლისათა... გუაკურთხენ!

_ მღვდელი: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა....

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: მეუფეო ღმერთო მამაო....

III ნაწილი:

_ მედავითნე: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ... - 3-გზის.

- ფსალმუნები: 69-ე და 142-ე.

- დიდებამაღალიანი.

შენიშვნა: აქ ვასრულებთ დიდი სერობის ჟამს და ,,ლიტიით~ გადავდივართ დიდი მწუხრის ჟამზე.

_ ლიტიასა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (მა I). დიდება მისივე: სპარსთა მეფეთა ცნეს... (მა V), აწ და მისივე: დღეს იხარებენ ძალნი... (მა VI).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (მა II) (თავისი ჩასართავებით). დიდება მისივე: იხარებდ იერუსალემ... (მა IV), აწ და მისივე: ქუაბსა შინა რა იშევ... (მა IV).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო.... 3-გზის (მა IV).

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო... (მა IV) 2-გზის. „დიდება, „აწ და - იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა. „დიდება, აწ და - იგივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: დაუტევნელი ყოველთა.... „დიდება, აწ და - იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არა შეინანოს (მა IV).

მუხლი: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერთა შენთა.

_ საცისკრო სახარება: მათ. 2 დას. I, 18-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „დღეს ყოველნი სიხარულითა აღივსებიან..., „აწ და - იგივე.

- „მიწყალე მე, ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა... (მა VI).

_ აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი....

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა): 

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია - ორივე კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა): - იპაკო დღესასწაულისა: რომელმან პირველ მოუწოდე... (მა VIII).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა III).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში მედავითნეზე ბლოკი: კითხვა-მიგება 270).

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: მოიხილა ჩუენ ზედა.... დიდება - იგივე, „აწ და - იგივე.

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები დღესასწაულისა - 4 მუხლად (მა IV). დიდება - მისივე: რაჟამს-იგი ჟამსა შობისა შენისასა... (მა VI), „აწ და - მისივე: დღეს ქრისტე იშვების... (მა II).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო... (მა IV).

 

I, III და VI ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია:

_ „სადღესასწაულო ანტიფონები.

შესვლად: სიბრძნით აღემართენით. საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არა შეინანოს, შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

- ტროპარი: დღესასწაულისა, „დიდება, „აწ და;

- კონდაკი: დღესასწაულისა.

წმიდაო ღმერთოს ნაცვლად - რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს....

წარდგომა (მა VIII): „ყოველი ქუეყანა თაყუანის-გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ, სახელსა შენსა, მაღალო.

მუხლი: ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა.

ალილუია (მა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მუხლი: დღე დღესა აუწყებს სიტყუასა, და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.

განიცადე: „ჴსნა მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმა თვისი.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი....