2 კორ. 180 დას. V, 15-21
ძმანო, ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით, არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა. რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.
მთ. 4 დას. II, 13-23
და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.