უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლის  - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი:  დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს ,,მცირე წმიდის“ მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და პირველმოწამისა.

_ კონდაკი: პირველმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.                  

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა V), მოწამეთა - 3 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: იხარებდინ ცანი... (მა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა II). „დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: დიდება მაღალთა შინა...“ (მა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (მა II),დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (მა IV) 2-გზის. დიდება“ მოწამეთა: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (მა II),აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.   

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულის, „დიდება აწ და - იგივე.

_ ფსალმუნი 50-ე.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - დღესასწაულის II კანონიდან - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები დაეფარება III, VI, VIII და  IX გალობებს.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: განმტკიცებულთა სულითა...“.

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (მა IV).დიდება“ აწ და“ დღესასწაულისა: ბაგასა პირუტყვთასა...“ (მა I).

_ შემდგომად „ღაღადვყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა III).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: მოიხილე ჩვენ ზედა...“. „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა VI). დიდება“ აწ და“ მისივე: ცა და ქვეყანა ერთობით...“ (მა I).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (მა II).დიდება“ აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (მა IV).

 

ჟამებზე:

 _ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

    

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად: დღესასწაულის IV და V გალობიდან - 6 მუხლი, დიდება აწ და - თი

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარნი:  - დღესასწაულისა; მოწამეთა;

კონდაკნი:  „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარნი: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამეთა;

კონდაკნი:  - დღესასწაულისა; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარნი:  - დღესასწაულისა; ტაძრის; მოწამეთა;

კონდაკნი: - ტაძრის; „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა;

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა;

 

წარდგომა (მა VIII): „ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა მაღალო.

მუხლი: ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა.

წარდგომა (მა V): შენ უფალო მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე“.

ალილუია (მა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მუხლი: დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა“.

ალილუია (მა I): „ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა.

განიცადე: ხსნა მოუვლინა ერსა თვისსა.

განიცადე: იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი...“.