საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა და ღირ. დედისა).
კვირის ციკლის მსახურება - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის მსახურება აღესრულება - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV), ღირსისა - 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „იროდი უღმრთომან...“ (ჴმა VIII), „აწ და“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებული...“ (ჴმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა VI). „დიდება“ მოწამეთა: „ქრისტეს შობასა...“ (ჴმა V), „აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო მოხვედ...“ (ჴმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი უფალო...“ (ჴმა I). „დიდება“ ღირსისა: „შენ შორის საკვირველო დედაო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV) 1-გზის, ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი უფალო...“ (ჴმა I). „დიდება“ ღირსისა: „შენ შორის საკვირველო დედაო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულის. „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ ფსალმუნი 50-ე.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია ღირსის კანონის ძლისპირები დაეფარება III, VI, VIII და IX გალობებს.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა III).
- კონდაკი ღირსისა: „სიყვარულისათვის უფლისა...“ (ჴმა II).
- წარდგომა მოწამეთა: „დღეს ქალწულისაგან...“. „დიდება“ ღირსისა: „ლოცვათა მიერ...“, „აწ და“ დღესასწაულისა: „განკვირდა მძვინვარე...“ (ჴმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - მოწამეთა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოწამეთა: „ჯეჯილი მდელო...“. „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოიხილე ჩვენ ზედა...“
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა - 4 მუხლი. „დიდება“ ღირსისა: „ნინოს, ყოვლად ქებულსა...“, „აწ და“ დღესასწაულისა: „ბეთლემს შინა...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მისივე: „ყრმა რომელი იშვა...“, „აწ და“ მისივე: „პირისა მარადის ცეცხლებრითა...“.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი უფალო...“ (ჴმა I). „დიდება“ ღირსისა: „შენ შორის საკვირველო დედაო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV).
I ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: მოწამეთა.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მოწამეთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; მოწამეთა; ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამეთა; ღირსისა.
კონდაკები: - დღესასწაულისა; „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრის; მოწამეთა; ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრის; „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა მაღალო“.
მუხლი: „ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა“.
წარდგომა (ჴმა V): „აქებდით ყრმანი უფალსა აქებდით სახელსა უფლისასა“.
ალილუია (ჴმა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
მუხლი: „დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა“.
ალილუია (ჴმა I): „დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა და არავინ იყო მფლველ მათდა“.
განიცადე: „ხსნა მოუვლინა ერსა თვისსა“.
განიცადე: „იხარებით მართლანი უფლისა მიერ და ესევდით მას“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი...“.