უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა და ღირსი დედისა)

კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

შენიშვნა: ამ დღეს გადმოტანილია ღირსი საბიანას (ხსენება ძვ. სტ. 31 დეკემბერს, ქრისტეშობის წარგზავნაზე) საკითხავები და აღესრულება მოწამე ანისიასთან და დღესასწაულის საკითხავებთან ერთად.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV მაზე).

_ უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამისა - 3 მუხლი (მა IV), ღირსი დედისა - 3 მუხლი (მა IV). დიდება აწ და დღესასწაულისა: დიდება მაღალთა... (მა I).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.  

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). დიდება აწ და დღესასწაულისა: ხატებისაგან და მსგავსებისა...

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა მამაო ჩვენო:

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ ღმერთი უფალი (იგალობება IV მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV) 2-გზის. დიდება, აწ და იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა: დღესასწაულისა. დიდება აწ და სადღესასწაულოს მითითებებით.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი – დღესასწაულის მე-2 კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, ძვ. სტ. 25 დეკემბერის ცისკარი).

II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – ღირსი დედისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.

_ უმცირესი - უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად განძლიერდასა (III გალობისა): - წარდგომა მოწამისა: ვითარცა ოქროი...“. „დიდება - წარდგომა ღირსი დედისა: ლოცვათა მიერ...“, აწ და დღესასწაულისა: იხარებს აწ... (მა IV).

_ შემდგომად ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (მა III, თვით დღესასწაულის ცისკარში იძიე).

_ შემდგომად აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა.

_ შემდგომად ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ განმანათლებელი დღესასწაულისა: მოიხილა ჩუენ...“. „დიდება აწ და იგივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). დიდება აწ და მისივე: ესრეთ ეტყოდა... (მა VI).

_ კეთილ არს აღსარებად უფლისა 1-გზის.

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა, ხოლო მოწამისა (საზიარო: მოწამემან შენმან...) და ღირსი დედისა მონაცვლეობით.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 ღირსი საბიანას ტროპარი: წინამძღვარ ყოვლადპატიოსან მმარხველთა ღმრთივსათნოისა კრებულისა გამოსჩნდი, ღირსო დედაო, ზეციური შესამოსელი სულისაი მცნებათა გულსმოდგინედ აღსრულებითა განიშუენე და კადნიერებაი მეოხებისაი მოიპოვე წინაშე ღმრთისა. მას ევედრე, რათა გარდამოავლინოს მდიდარნი წყალობანი სულთა ჩუენთათვის.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე (ნეტარებების) გალობისას ჩაერთვის მომიხსენენი - 6 მუხლად: დღესასწაულის ორივე კანონის VIII გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირით) და დიდება აწ და-თი.

შესვლად: მოვედით თაყვანის-ვცეთ... შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი....

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარი: - დღესასწაულისა;

დიდება აწ და - კონდაკი: დღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა;

კონდაკები:  დიდება დღესასწაულისა, აწ და - ტაძრისა;

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა;

კონდაკები: დიდება ტაძრისა, აწ და - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა. 

სამოციქულო და სახარება - დღისა. 

 

წარდგომა (მა VIII): „ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა მაღალო.

მუხლი: ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა.

ალილუია (მა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მუხლი: დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა“.

განიცადე: „ჴსნა მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმა თვისი.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი....