უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ქრისტეშობის დღესასწაულის წარგზავნა.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა. 

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება II მაზე).

_ უფალო, ღაღად-ვყავ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დღესასწაულისა - 6 მუხლი (მა II, პირველი ორი დასდებელი 2-2 გზის). დიდება, აწ და დღესასწაულისა: ერთმთავრობასა მას აგვისტოსისასა....

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (მა II). დიდება მისივე: იხარებდ, იერუსალემ... (მა IV), აწ და მისივე: ქუაბსა შინა რა იშევ... (მა IV).

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო... 1-გზის (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ ღმერთი უფალი (იგალობება IV მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო... 2-გზის (მა IV). დიდება, აწ და - იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა. დიდება, აწ და - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა): 

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია - პირველი კანონის ძლისპირნი.

_ უმცირესი - უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად განძლიერდასა (III გალობისა): - იპაკო დღესასწაულისა: რომელმან პირველ მოუწოდე... (მა VIII).

_ შემდგომად ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა III).

_ შემდგომად აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში მედავითნეზე ბლოკი: კითხვა-მიგება 270).

_ შემდგომად ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ განმანათლებელი დღესასწაულისა: მოიხილა ჩუენ ზედა.... დიდება, აწ და იგივე.

_ ყოველი სული - იგალობება.

_ აქებდითსა ზედა დასდებლები - 4 მუხლად (მა IV). დიდება მისივე: რაჟამს-იგი ჟამსა შობისა შენისასა... (მა VI), აწ და მისივე: დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან... (მა II).

_ დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო... (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად: დღესასწაულის I და II კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (I კანონი ძლისპირით) და დიდება, აწ და-თი.

შესვლად: ... შობილო ქალწულისაგან...

ტროპარი: დღესასწაულისა, დიდება, აწ და;

- კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.

სამოციქულო და სახარება - ქრისტეშობის შემდგომი შაბათისა და ნათლისღების წინა შაბათისა.

 

წარდგომა (მა VIII): „ყოველი ქუეყანა თაყუანის-გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ, სახელსა შენსა, მაღალო.

მუხლი: ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა.

ალილუია (მა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მუხლი: დღე დღესა აუწყებს სიტყუასა, და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.

განიცადე: „ჴსნა მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმა თვისი.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი....