უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირას „ღამისთევის“ (VI რანგის) მსახურება.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 4-გზის - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I აღსავალი სრულად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ჴმაზე).       

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა _ 3 მუხლი (ჴმა VII), დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), წმ. ბასილი დიდისა - 4 მუხლი (ჴმა IV, პირველი დასდებელი 2-გზის), „დიდება წმიდისა: „სიბრძნისა ტრფიალ-იქმენ...“ (ჴმა VIII), „აწ და ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი: „უაღრეს ბუნებათა...“ ( მიმდინარე ხმისა, ჴმა VII).

_ შესვლა საცეცხლურით.         

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმიდისა (მცირე მწუხრის დასდებლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა), დიდება წმიდისა: „განეფინა მადლი...“ (ჴმა VI), „აწ და დღესასწაულისა: „მაცხოვარმან წყალობისათვის...“ (ჴმა VIII, „უფალო ღაღად-ჰყავსა“ -ზედა პირველი დასდებელი).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა, თავისი ჩასართავებით: „უფალი სუფევს...“ და ა.შ.), „დიდება წმიდისა: „რომელმან სასწაულთა...“ (ჴმა VI), „აწ და დღესასწაულისა: „მრავალმოწყალემან ღმერთმან...“ (ჴმა VIII, „უფალო ღაღად-ჰყავსა“ -ზედა მეორე დასდებელი).

_ „აწ განუტევე“.

შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წმიდისა: „ყოველსა ქუეყანასა...“ 2-გზის (ჴმა VIII).

- ღმრთისმშობელო ქალწულო – 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე). 

ტროპარი აღდგომისა: „დახსენ ჯვარითა შენითა...“ (ჴმა VII) 2-გზის, „დიდებაწმიდისა: „ყოველსა ქუეყანასა...“ (ჴმა VIII), „აწ და დღესასწაულისა: „ხატი უცუალებელი...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოღიისაწარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ წმიდისა _ 1-გზის (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოსთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ

_ იპაკო (ჴმა VII).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წმიდისა მღვდელთმთავრისა: „ვითარცა სამეუფოსა სამკაულსა...“ ან „ბასილი ყოვლადბრძენო...“ (იხ. წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა), „სიბრძნისაგან გამოუთქმელისა...“ ან „ყოველსა სოფელსა..“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა), „მადლითა საღმრთოთა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად სადიდებელისა), „დიდება: „მადლი სიტყუათა შენთა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად სადიდებელისა), „აწ და დღესასწაულისა: „ყოვლისა სოფლისა შემოქმედი...“ (იხ. წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა), ან „რომელი იგი ბუნებით...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა), 

_ ანტიფონები (ჴმა VII).            

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“ (ჴმა VII).

მუჴლი: „აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- აღსდგა რა იესო საფლავით...“           

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი – აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1- გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - წმიდისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია ორი: „განაპო სიღრმე...“ და  „ზღვისა ღელვათა...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III  გალობისა): - კონდაკი დღესასწაულისა (ჴმა III).

- წარდგომა წმიდისა: „სიბრძნესა სიტყვისასა...“ 2-გზის (ჴმა VIII), დიდება„აწ და დღესასწულისა: „ვითარცა ხარ...“ (ჴმა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წმიდისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა)  _ იგალობება „უპატიოსნესსა (IX ოდას (გალობას) არ ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით).

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი, X), „განმანათლებელი“ წმიდისა: „სურვილითა სიბრძნის-მოყვარებისთა...“, „დიდება“ „აწ და დღესასწაულისა: „ხორცითა დაიცუეთს...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VII), წმიდისა მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი („შინაგან ზეცათა...“, „ყოვლითურთ შეიწირე...“, „შიშითა ღმრთისათა...“ და „დიდების“ მუხლი: „განეფინა მადლი...“) თავისი ჩასართავებით (იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).

„დიდებაგერი (ათერთმეტთაგანი) (X).

„აწ და - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

I და VI ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VII) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III და IX ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა და წმიდისა.

_ კონდაკი: წმიდისა.

 

წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ 12 მუხლად: მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი, დღესასწაულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე), წმ. მღვდელთმთავრის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე), „დიდება„აწ და- თი. 

შესვლად: „... აღდგომილო მკვდრეთით...

ტროპარები: - აღდგომისა; დღესასწაულისა; წმ. ბასილი დიდისა;

კონდაკები: „დიდება“ - წმ. ბასილი დიდისა, „აწ და“ - დღესასწაულისა. 

 

წარდგომა – ნათლისღების წინა კვირისა და წმიდისა.

ალილუია – ნათლისღების წინა კვირისა და დღესასწაულისა.

სამოციქულო და სახარება _ ნათლისღების წინა კვირისა, დღესასწაულისა და წმიდისა.

განიცადე _ კვირისა (დღესასწაულისა) და წმიდისა.

 

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა ვჰყავ ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა (ჴმა I): „პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა“.

ალილუია (ჴმა VIII): „ღმერთო მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ“.

ალილუია (ჴმა IV): „რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ცხოვარსა იოსებსა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება: „შენდამი იხარებს, მიმადლებულო...“.