უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).

კვირის ციკლის - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VII) და წმიდისა.

_ კონდაკი: წმიდისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.                  

_ რიგითი კანონი - არ იკითხება. 

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (მა IV), მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (მა VII), „დიდება აწ და წინადღესასწაულისა: „მოვალს იორდანედ... (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა, დიდება მღვდელმთავრისა: უხორცოთა განწყობილსა... (მა I), „აწ და წინადღესასწაულისა: მოვედით ერნო... (მა I).

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

- ტროპარი მღვდელმთავრისა: კანონად სარწმუნოებისა... (მა IV),დიდება„აწ და წინადღესასწაულისა: განემზადე ზაბულონ... (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი წინადღესასწაულისა: განემზადე ზაბულონ... (მა IV) 2-გზის, „დიდება მღვდელმთავრისა: კანონად სარწმუნოებისა... (მა IV), „აწ და წინადღესასწაულისა: უკუნ-იქცა ოდესმე... (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.       

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - წინადღესასწაულისა, „დიდება აწ და - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2გზის).

II კანონი - მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმთავრის კანონის ძლისპირები.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა): - კონდაკი მღვდელმთავრისა: „მღდელთა შორის... (მა IV), წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთოი ნათელი... (მა III), დიდება აწ და წინადღესასწაულისა: უხილავო ღმერთო...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა შემწე..., „დიდება“ „აწ და წინადღესასწ.: ხმაო ღაღადებისაო....

_ აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე), დიდება „აწ და - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა, დიდება „აწ და წინადღესასწაულისა (მა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

- ტროპარი მღვდელმთავრისა: კანონად სარწმუნოებისა... (მა IV), დიდება„აწ და წინადღესასწაულისა: განემზადე ზაბულონ... (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.

_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- წინადღესასწაულის III და VI გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით)  თავისი დიდება აწ და - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - წინადღესასწაულისა; მღვდელმთავრისა.

კონდაკები: - დიდება - მღვდელმთავრისა; აწ და - წინადღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; მღვდელმთავრისა.

კონდაკები: - წინადღესასწაულისა; დიდება - მღვდელმთავრისა;აწ და - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; მღვდელმთავრისა.

კონდაკები: - ტაძრისა; დიდება - მღვდელმთავრისა; აწ და - წინადღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია, განიცადე, სამოციქულო და სახარება - მღვდელმთავრისა.

 

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

ალილუია (მა II): მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენნი იხარებდნენ“.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

განიცადე: „სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.