საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა და მოწამისა).
კვირის ციკლის - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი – მე-6.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ჴმა IV), მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ჰოი დიდებული...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „იორდანესა ზედა...“ (ჴმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან“ (ხმა IV), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან“ (ხმა IV), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - წინადღესასწაულისა, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ ფსალმუნი 50-ე.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - წინადღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირები.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა (ჴმა IV), კონდაკი მოწამისა (ჴმა VIII).
- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ, უბიწოო, სადგურ...“ (ჴმა IV), „დიდება“ მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ჴმა I), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „კრებული წინასწარმეტყველთა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინადღესასწაულისა: „ბეთლემ ყოვლად-დიდებულისა...“, „დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლი წინადღესასწაულისა, „დიდება“ მისივე: „იაკობისაგან ვარსკვლავი აღმობრწყინდა...“ (ჴმა VI), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „აღმასრულებელ შჯულისა...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ „აწ და“ მისივე: „განცხადნა მამულისა დიდება...“ (ჴმა II).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან“ (ხმა IV), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინადღესასწაულის III და VI გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; მოწამისა.
კონდაკები: - წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამისა.
კონდაკები: - წინადღესასწაულისა; წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამისა.
კონდაკები: - წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია, განიცადე, სამოციქულო და სახარება - მოწამისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.