წინა დღე შემდეგი დღე
წირვას არ უჩენს.
ღირ. იოანე კასიანე რომაელისა (435); ღირ. იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპ. (V); მოწ. თეოქტირისტესი (VIII).


VI ჟამ. - იოველ. II, 12-26. მწუხ. - იოველ. III, 12-21.


ტიპიკონური მითითებები

● დღეიდან იწყება ღირსი ეფრემ ასურის ლოცვა მეტანიებით. ესე იგი, ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს და ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას. შემდეგ კი - შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).