წინა დღე შემდეგი დღე
ძველი სტილით: 13 სექტემბერი 2024

სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული. ხუთშაბათი

ახალი სტილით: 26 სექტემბერი 2024
ჯვართამაღლების წინადღესასწაული
დიდმოწამისა ქეთევან დედოფლისა (1624); ენკენია – ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლება იერუსალიმში (335)*; მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (II); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (320); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (320); ღირსისა პეტრე ატროელისა (X).


მწუხ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას, 62), ლიტ.: წმ. ქეთევანისა: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).


* სადაც შესრულდება იერუსალიმის აღდგომის ტაძრის განახლების განგება, იქ წმ. დიდმოწამის ქეთევანის საკითხავების ნაცვლად წაიკითხება: ებრ 3: 1-4 (დას. 307). მთ. 16: 13-18 (დას. 67). ტიპიკონური მითითებები