შენიშვნა: სამოციქულოში, სადღესასწაულოში და ტიპიკონში მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლის სამოციქულოს საკითხავების მითითების შემდეგ წერია ბუნდოვანი ფრაზა: „ხოლო უკუეთუ იყოს ერგასი..“, მაგრამ აღარაფერს იუწყება დამატებით. ამ ბუნდოვანებას ხსნის შიომღვიმის ტიპიკონი (გვ. 87), სადაც წერია: „ხოლო უკუეთუ ზატიკთა შინა მიხუდეს“, ანუ თუ კონსტანტინესა და ელენეს ხსენება დაემთხვა ზატიკის პერიოდს, კერძოდ, აღდგომიდან მე-4 (განრღვეულის) კვირიაკის პარასკევიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ხუთშაბათის ჩათვლით, მაშინ წაიკითხება ზემოაღნიშნული სამოციქულოს საკითხავი. ხოლო თუ არ დაემთხვა ამ პერიოდს, - გალ. 1: 11-19 (დას. 200).