საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლის - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოციქულთა - 3 მუხლი (ჴმა IV), ღირსთა - 3 მუხლი (ჴმა V), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ელვარე უკუე...“ (ჴმა III).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა VIII), „დიდება“ ღირსთა: „იღუაწეთ სათნოდ...“ (ჴმა VIII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „მოვალს იორდანედ...“ (ჴმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV) (საზოგადო), „დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ 2-გზის (ჴმა IV), ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV), „დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წინადღესასწაულისა, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ ფსალმუნი 50-ე.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - წინადღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოციქულთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „განაპო სიღრმე...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - მოციქულთა (ჴმა II).
- კონდაკი ღირსთა: „სიწმიდისა სულისაითა...“ (საზოგადო).
- წარდგომა ღირსთა: „მოღუაწეთა შენთა...“ (ჴმა IV), „დიდება“ მოციქულთა: „სუეტნო შეურყეველნო...“, „აწ და“ წინადღესასწაულისა.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულთა: „მოციქულნო ყოვლად-ქებულნო...“, „დიდება“ ღირსთა: „იწროსა გზასა...“, „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი, ღირსთა - 3 მუხლი, „დიდება“ ღირსთა: „მოღვაწებითა ფრთოვან...“ (ჴმა VII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „შენ უკუე...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV) (საზოგადო), „დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ზაბულონ...“ (ჴმა IV).
I ჟამზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და ღირსთა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოციქულთა.
_ კონდაკი: ღირსთა.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: მოციქულთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინადღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მოციქულთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ღირსთა, მოციქულთა.
კონდაკები: - ღირსთა, „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; ღირსთა, მოციქულთა.
კონდაკები: - წინადღესასწაულისა; ღირსთა, „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; ღირსთა, მოციქულთა.
კონდაკები: - ტაძრისა; ღირსთა, „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოციქულთა და ღირსთა.
სამოციქულო და სახარება - მოციქულთა და ღირსთა.
წარდგომა (ჴმა IV): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა VI): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.