×
ნათლისღების წინადღესასწაული
კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა: იაკობისა - ძმისა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებელთა, კლეოპასი, სვიმეონისა (ნათესავისა უფლისა), ბარნაბასი, იოსიასი (იოსტოსისა), თადეოზისა, ანანიასი, სტეფანე პირველმოწამე მთავარდიაკონისა, ფილიპესი, პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა 7-თა დიაკონთაგანთა, ტიმოთესი, ტიტესი, ფილიმონისა, ონისიმესი, ეპაფრასისა, არქიპოსი, შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, კრისპესი, ეპენეტისა, ანდრონიკესი, სტაქოსისა, ამპლისა, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელისა, არისტობულესი, იროდიონისა, აგაბოსი, რუფესი, ასინკრიტესი, ფლეგონტისა, ერმისა, პატროვისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, ლუკასი, იასონისა, სოსიპატრესი, ოლიმპიოსისა, ტერტიოსისა, ერასტისა, კვარტისა, ევოდისი, ონისიფორესი, კლიმენტისა, სოსთენისა, აპოლოსისა, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კარპესი, კოდრატესი, მარკოზისა, ზინასი, არისტარქოსი, პუდისა, ტროფიმესი, მარკოზისა (ბარნაბას ძმისწულისა), არტემისა, აკვილასი, ფორტუნატესი და აქაიკისა, დიონისე არეოპაგელისა და სვიმონ ნიგერისა (I-II);
ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI);
ღირსისა თეოქტისტესი, სიკელიის კუკუმოს იღუმენისა (800);
ღირსმოწამისა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV);
ევსტათი I, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286);
ლიტ. მოც. - რომ. 96 დას. (შუათგან) VIII, 8-14; ლკ. 50 დას. X, 1-15.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ტიპიკონური მითითებები