უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება – საზიარო თვენიდან (საზიარო მოციქულთა), გამოყენებულია საკითხავები თ. მჭედლიშვილის სავედრებელი პარაკლისიდან „წმიდათა მოციქულთასწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი“ და დაუჯდომელიდან „მოციქულთასწორთა მირიანისა და ნანასი“ (საპატრიარქოს გამომც. 2009. რედ. გვანცა კოპლატაძე).

კვირის ციკლის აღესრულება - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - -  ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა VII კვირას წმიდის „ღამისთევის“ (Vრანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VI).

- მამათა - 4 მუხლი (ხმა VI).

- მოციქულთასწორთა - 4 მუხლი:

ჰოი, ღირსო მეფეო მირიან, სამეფოსა მას შენსა ქადაგე ქრისტე თანაშეწევნითა მეუღლისა შენისათა და მოუბოძე რა სწავლანი ყოვლადშუენიერნი ერსა, ქრისტეს მიერ საზეპუროდ აღრჩეულსა და ქრისტიანობისა ებგურად ღირსსა ქმნილსა, ექმენ ზღუდედ და ფარად სამეფოსა შენსა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი.

ჰოი, საჩინოო, ბრძენ-მხნეო, მეფეო ბრწყინვალეო, აღასრულე რა სრბაი ეგე მოციქულებრივი მსახურებითა ღმრთისაითა, თავი თვისი შეჰვედრე სუეტსა მას ცხოველსა და ჯუარსა პატიოსანსა, და მიიცვალე რა წინაშე ღმრთისა, მოიღე შარავანდედი წარუვალისა სუფევისა და მადლი ჭირთაგან ხსნისა და უძლურთა კურნებისაი.

ქმნულნი შენნი და მეუღლისა შენისანი, ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო მირიან, არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და ღუაწლი თქუენი საკვირველი განადიდა ეკლესიამან და წმიდანი ეგე მეუღლენი მოციქულთასწორად შეგრაცხათ.

საკვირველი ძლევაი აჩუენე მეფეთა შორის ქართველთასა, ჰოი, პირველმორწმუნეო მირიან, და ძალითა ქრისტეს ღმრთისაითა შეჰმუსრე კადნიერებაი უღმრთოთა და წარმართთაი, აწ ვითხოვთ შენ მიერ შეწევნას, რაითა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ბჭენი სასუფევლისანი არა დაგვეხშას სამწყსოსა შენსა.

„დიდება“ მამათა: „დღეს სულისა საიდუმლოსა...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 (მამათა _2 და მოციქულთასწორთა _1 (საზიარო თვენიდან))

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებელი: დღესასწაულისა და მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან): „საღმრთოთა სწავლითა...“ და „ყოვლადწმიდითა მით ნათლითა...“

„დიდება“ მამათა: „მოციქულთა მცნებისა...“ (ხმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო სრულ-ჰყავ...“ (ხმა VI).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავის ჩასართავებით).

„დიდება“ მამათა: „წლითი წლად დღეს...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო საუკუნითგან დაფარული...“.

_ „აწ განუტევე“.

_ პურის კურთხევისას:

- ღმრთისმშობელო ქალწულო 2-გზის.

- ტროპარი მოციქულთასწორთა: „დასაბამ ქრისტეს მორწმუნენი იქმენით თქუენ შორის ქართველთა მეფეთა და დედოფალთა, დიდებულო მირიან და ყოვლადქებულო ნანა, რამეთუ წარუმართეთ რა ქალწულსა ნინოს, ნებითა და ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერით ქართლს წარმართული ცდომილებაი და ერი თქუენი მიჰგვარეთ ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრენით აწ, დიდებულნო, ხსნად ჩუენდა ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა“ - 1-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „ანგელოზთა ძალნი...“ 1-გზის (ხმა VI).

ტროპარი მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ხმა VIII).

„დიდება“ - ტროპარი მოციქულთასწორთა: „დასაბამ ქრისტეს მორწმუნენი...“

„აწ და“ ამაღლებისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

-შემდგომად I სტიქოლოგიისა: „აღდეგ უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.“

-შემდგომად II სტიქოლოგიისა: „აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველნი საკვირველება შენი.“

_ „სადიდებელიმე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა მოციქულთასწორთა (მოციქულთა, ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით _ დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ხმა VI).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან);

„დიდება“, წარდგომა შემდგომად სადიდებელისა მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან);

„აწ და“- მისივე,

_ ანტიფონები (ხმა VI).

_ წარდგომა (სახარებისა): „უფალო აღადგინე ძალი შენი და მოვედ ცხოვრებად ჩუენდა“ (ხმა VI).

მუხლი: „რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... - იგალობება - 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღსდგა რა იესო განთიად...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

_ I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

_ II კანონი - მოციქულთასწორთა - 4 მუხლი(ძლისპირის გარეშე).

_ III კანონი - მამათა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „საღმრთომან ნისლმან“.

_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.

კანონი მოციქულთასწორთა

გალობა I, უგალობდითსა, ხმა მე-2

ტროპრები:

ღუაწლი თქუენი საკვირველი განადიდა წმიდამან ეკლესიამან ქართველთამან, წმიდაო მეფეო მირიან და ნეტარო დედოფალო ნანა, და ვითარცა მოწაფენი და თანა-მოქმედნი ნინოის ღუაწლისანი, სამეუფონი ეგე მეუღლენი მოციქულთასწორად შეგრაცხნათ.

გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ჟამსა მას ზეობისა თქუენისასა ინება ღმერთმან წყალობა და ცხორებაი ნათესავისა ჩუენისაი, და გამოთხოვითა და ვედრებითა დედისაითა დედაკაცივე წარმოავლინა, რამეთუ ნაწილი იყო ივერიაი დედისა ღმრთისა.

წარმოიგზავნა რა ქალწული ნინო საქადაგებლად ქრისტეანობისა, მოვიდა წმიდაი იგი მცხეთად, და გპოვათ მეფენი და ერნი ცთომასა შინა, თაყვანის-ჰსცემდით რა უსულოთა კერპთა, და ცრემლით ევედრებოდა უფალსა გამოხსნასა თქუენსა.

ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა სიყვარულისაი და მადლისაი, რამეთუ ოდეს-იგი ითხოვა ღმრთისაგან, შემუსრნა კერპნი და ბომონნი რისხვითა ზეგარდამოითა, ხოლო თქუენ შეძრწუნდით შიშისაგან, ვერღა ჰპოვებდით რა ღმერთთა თქუენთა.

გალობა III, განძლიერდასა

ტროპრები:

უძლურითა დედობრივითა ბუნებითა იქცეოდა რა წმიდაი ნინო უცხოსა ნათესავსა შორის, აღმართა ჯუარი მაყვლოვანსა და ილოცვიდა რა წინაშე მისსა, მოძღვრიდა მოციქულთაგან ერთგზის უკუე განათლებულსა ერსა და სამწყსოსა შენსა, ღირსო მირიან.

ფრიადნი მოღუაწებანი და ურიცხუნი სასწაულნი აღასრულნა ძალითა ქრისტესითა და ეძიებდა კუართსა მისსა. ქრისტე ღმრთად ირწმუნა სიდონიამ და მამამან მისმან აბიათარს _ ჰურიათა მღდელმან, ხოლო შენ არა გრწმენა, მეფეო დედოფლისა თანა, და სხუათაცა აყენებდით მისლვად მაყვლოვანსა.

გხედვიდა რა ღირსი იგი ომსა შინა მხნედ მბრძოლსა ხელმწიფესა, სიბრძნით განარინებდი რა ერსა ქართველთასა ურიცხვთა მტერთაგან, გაუწყებდა შენ კუართისათვის, მცხეთას დაფლულისა, და ერისათვის ღმრთისმშობლის წილხვედრისა.

განგებულებითა საღმრთოითა შევარდი სენსა მძვინვარესა, დედოფალო, და გულისხმა-ჰყავ რა დიდი იგი ძალი ჯუარცმულისა მის უფლისა, მკურნალთაგან უსასოი ცხედრითა მიგგვარეს უცხოსა მას დედაკაცსა, მოელოდებოდი რა მისმიერსა შეწევნასა.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი – მოციქულთასწორთა:

კონდაკი

მეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლეი მოგინადირა და სიბნელე თუალთაგან წამისყოფითა მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისსა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი აღიარე ღმრთად ჭეშმარიტად, ხოლო დაემოწაფე რა ნეტარსა მას, სულიცა თვისი განაბრწყინვე და ერიცა შენი მიაახლე ღმერთსა, ამისთვისცა ნანა დედოფლისა თანა გიხმობთ, ღირსო მეფეო მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნი ივერთა ეკლეიისანო.

იკოსი

ანგელოზთა შემოქმედმან გამოგირჩიათ თქვენ, რაჟამს იხილა ერი უსჯულო კერპთმსახურებასა შინა და სლვანი თქვენნი წარმართნა მცნებათა შინა თვისთა, სამოსელი ცხოვრებისა შეგმოსათ თქუენ სამეუფოითა სამოსლითა მოსილთა და გვირგვინი უჭკნობი დაგადგათ თავგვირგვინოსანთა, ხოლო ჩვენ, ხსენებისა თქვენისა სიხარულით აღმასრულებელნი, გიგალობთ ესრეთ: გიხაროდენ, სამეფოისა თქვენისა ქრისტეს ნათლით განმანათლებელნო.

- წარდგომა მოციქულთასწორთა:

ვითარცა მოძღვარმან თქუენმან ნინო, ეგრეთცა თქუენ, არა ხოლო თვისნი ოდენ ნაყოფნი შეწირნეთ მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, რომელიცა-იგი იყნოსა სულად სულნელებისად ღმერთმან დამბადებელმან ყოველთამან, არამედ სხუანიცა ურიცხვნი სულნი შეწირნეთ, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, და მიუძღუანეთ ნაყოფნი ფრიად შუენიერნი და სულნელნი და კრავნი უბიწონი ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა, აწცა განხსნაი ცოდვათაგან გვითხოვეთ, და დაგვიფარეთ მერმეთა მათ სატანჯველთაგან.

- „დიდება“ წარდგომა მამათა: „ნათელო ბრწყინვალენო...“ (ხმა IV).

„აწ და“ მისივე: „ნიკიისა ქალაქისა...“

გალობა IV, უფალო მესმასა

ტროპრები:

განგკურნა ლოცვითა წმიდამან, დედოფალო ნანა, და სამადლობელად მიართმევდი ძღვენთა, გარნა არა თავს-იდვა მიღებაი მათი და მოგითხრნა რაი ქრისტეს განკაცებისა განგებულებაი, გრწმენა ყოვლითა გულითა, და მიერითგან იქმენ თანამზრახველ მისა.

ირწმუნა რა დედოფალმან, შეინანა და გევედრებოდა მეუღლესა თვისსა, რაითა იცნე ქრისტე ღმრთად ჭეშმარიოტად, გარნა ვერ განიფრთხვე დიდისა მისგან სიბნელისა და განიზრახე მოსრვაი მოსავთა ჯუარცმულისათა და წარწყმედაი ცოლისა შენისა.

იყავ-რაი, მირიან, მოისარ ხელოვანი, ნადირობად განსრულსა დღეი დაგიბნელდა მთასა მას თხოთისათა და ვერა ჰპოვე რა კერპთაგან ლხინებაი, ხადე ნინოის ღმერეთსა. და აჰა, განგინათლა ბნელი იგი ნიშმან ჯუარისამან და გონებაი შენი უცნობელობისაგან ცნობად მოაქცია.

საღმრთოითა ნათლითა განბრწყინდი ვითარცა პავლე, და მიისწრაფე რა მაყვლოვანსა, ხმა-ჰყავ: „მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო ნინო, არა არს სხუაი ღმერთი თვინიერ ქრისტესა“. მას ევედრე აწ მოგვანიჭოს გულისხმისყოფა კეთილისა და ბოროტისა.

გალობა V, ღამითგანსა

ტროპრები:

განათლდი რა ზეგარდამოითა მით მადლითა, უთხრობდი შენ, მეფეო, თუ ვითარი სასწაული ჰყო ღმერთმან შენ-თანა, და წმიდაი იგი გასწავებდა რა მცნებათა ღმრთისათა, გაუწყებდა ევსტათი პლაკიდას ქრისტეს მიმართ მოქცევასა და მარტვილობასა მისსა.

გიჩვენებდა რა გზასა მას ჭეშმარიტსა, მოგცა სჯული ახალი ცხორებისაი ნეტარმან ნინო, და ახოვნად იღვაწე სადიდებელად უფლისა და განათლებისათვის ერისა, პირველითგანვე დამარხულ იყო რაი ღმრთისაგან მსახურებად თვისად.

დიდად გულსმოდგინე იქმენ და იწყე რა შენებად ეკლესიისა, მოჰკუეთე კვიპაროზი იგი აღმოსრული მტილსა მას სამეფოსა, რომელიცა საღმრთოითა ჩვენებითა იხილა ნეტერმან ნინო, და ქუეშე მისსა კურნებდა სნეულთა და დაიმოწაფებდა მრავალთა.

შემზადე რა შვიდნი სუეტნი, მეფეო, ექუსნი აღმართნე და საღმრთოი ძალი აყენებდა მეშვიდესა, გარნა ლოცვითა ნინოისითა, ანგელოზი აღიღებდა რა სიმაღლედ განბრწყინვებულსა სუეტსა, მცირედ-მცირედ შთამოსრულსა დაამყარებდა ძირთავე მისთა ზედა.

გალობა VI, ღაღადყავსა

ტროპრები:

იხილე რა სასწაულნი მირონმდინარისა სუეტისაი, გულისხმა-ჰყავ, ვითამედ ესე არს სუეტი ნათლისაი, აღგზებული კუართსა მას ზედა და აღუგე საბურველი ძელისაი, გარნა შეეხებოდნენ მორწმუნენი და განიკურნებოდენ ყოვლისაგან სენისა.

აღაშენე რა ძელის ეკლესიაი ქუემოი მტილსა მას სამეფოსა, მიუწერე კონსტანტინეს, დიდსა კეისარსა, და სთხოვე მღდელნი ნათლისღებისათვის ერისა, ხოლო ნინოი მიუწერდა დედასა მისსა ელენეს, და აუწყებდა სასწაულთა, ქრისტეს ძალითა ქმნილთა.

არა უგელებელს-ყო ვედრებაი შენი კეისარმან, და წარმოგზავნა პატრიარქი ანტიოქიისაი ევსტათი სამღვდელოთა თანა და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, ძმად თვისად სახელ-გდვა, მეფეო, ეპისტოლეთა შინა.

ეკლესიანი აკურთხნა პატრიარქმან, და ნათელ-გცა შენ სახლეულთა თანა და ყოველსა სიმრავლესა ერისასა, ხოლო დაასხნა რაი ხელნი იოანეს მთავარეპისკოპოსად, დაგიტევათ მღდელნი და განგიწესათ ყოველი წესი ქრიატეანობისა.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მამათა (ხმა VIII).

გალობა VII, კურთხეულარსა

ტროპრები:

ეწადა რაი წმიდასა ნინოს აღმართებაი ჯუარისაი, საღმრთოითა უწყებითა წარავლინენ ხურონი გაღმა მხარეს არაგვისა, სადა იგი ბორცუსა ზედა სდგა ხე ფრიად შუენიერი და კეთილსურნელი, და ფოთოლი და თესლი მისი კურნებდა დაკოდილთა მხეცთა და ფრინველთა.

მოჰკუეთეს რა ხე იგი ბრძანებითა შენითა, სამნი ჯუარნი ქმნნეს, მეფეო, და აღმართნეს მცხეთას, წინაშე სუეტისა მის ცხოველისა, ხოლო მარტვილიის შემდგომ ოთხშაბათსა გამოაჩინა ღმერთმან სასწაული ზეცით _ შუენიერი ჯუარი ცეცხლისაი და ათორმეტნი ვარსკვლავნი დაგვირგვინებულ იყვნეს გარემოის მისა.

ანგელოზნი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს რაი ჯუარსა მას ზედა ზეციერსა, დაადგა იგი სუეტსა მას ცხოველსა, და განუტევებდა ბრწყინვალებათა სახედ სამისა ვარსკვლავისა _ ერთმან მიიწია ბორცუსა მას კლდისასა, მეორემან ბოდბეს და მესამემან თხოთსა და მხილველნი ამისნი ადიდებდით ღმერთსა.

იხილეთ რაი სასწაული ესე, აღიღეთ მძლე იგი ნიში ჯუარისაი და აღმართეთ რაი ბორცუსა მას მახლობელად მცხეთისა, ყოველნი კერპნი შეიმუსრნეს საზღუართა ქართლისათა, ხოლო მრავალმან უღმრთომან ნათელს-იღო და უგალობდენ ქრისტეს ჯუარსა კუართისა თანა და სუეტსა.

გალობა VIII, აკურთხევდითსა

ტროპრები:

დააწესე რა მსახურებაი პატიოსნისა ჯუარისაი, მეფეო, უბრძანე ტაძართა აღშენებაი: მცხეთას _ კლდესა ზედა, და მთასა მას თხოთისათა, სახელსა ზედა დიდ-მოწამისა გიორგისსა, და დაასუენე რა ჯუარნი მათ შინა, ერთი წარგზავნე ბოდბეს, და მეორეცა, ძის ცოლმან შენმან სალომე წარიღო უჯარმას.

ნანა დედოფლისა თანა აღასრულებდი რა მოციქულთასწორთა ღუაწლსა პირველ მოწაფეთა შორის ივერთ განმანათლებლისა ნინოისთა, დადეთ შჯულად, ახოვანნო, რაითა მსწრაფლ მოინთლვოდეს ყოველნი წარმართნი სამეფოსა თქუენსა.

რაჟამს დედაი ჩუენი ნინო ქრისტეს სჯულსა უქადაგებდა მთიელთა, ვითარცა პირველი ქრისტეანი მეფე და დედოფალი ქუეყანისა ჩუენისა, ყოვლითურთ შეეწეოდით ქრისტეს სძალსა და მიმართეთ რა მცირედ ძალაი წარმართთა ზედა, მოაქციეთ ქართლი და მთიულეთი ქრიტეს სარწმუნოებასა ზედა.

გაქუნდათ რაი კრძალულებაი დიდი სუეტისა მიმართ ცხოველისა, ვერცა-ღა იკადრებდით შესლვად ტაძარსა მას თვინიერ კვირიაკეთა დღეთა, და სიმრავლისთვის ერისა აღაშენე ზემოი ეკლესიაი მაყვლოვანსა შინა და მუნვე შემზადებდი საფლავსა თვისსა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

გალობა IX, ადიდებდითსა

ტროპრები:

სანატრელი ნინოი დამკვიდრდა რა ბოდბეს, მოაქცია სუჯი, დედოფალი კახეთისაი ერითა თვისითა, გარნა დასნეულდა, და ცხორებაი თვისი მოუთხრა სალომე უჯარმელსა და პეროჟავრა სივნიელსა, თანაშემწეთა თვისთა, ხოლო მათ აღწერეს გულსმოდგინედ და ძეგლად სარწმუნოებისად აღუმართეს ერსა ჩუენსა.

ნამუშაკევი თვისი შეჰვედრა ღირსმან ღმრთისმშობელსა და მიიცვალა რა ზეცისა იერუსალემსა, მწუხარებითა განიზრახე შენ, მეფეო, რაითა დაფლე წმიდაი იგი მცხეთას წინაშე ღმრთივაღმართებულისა სუეტისა, გარნა ვერცაღა შეძრეს ცხედარი მისი განგებითა ღმრთისაითა და დაკრძალეთ რა ბოდბეს, აღაშენე ეკლესიაი სამარხსა მისსა.

აღხვედ რა იერუსალემდ, მეფეო, გიბოძა კეისარმან ადგილი იგი ცხოველსმყოფელისა ჯუარისაი და აღმართე მუნ ეკლესიაი, რომელ განავრცო ვახტანგ გორგასალმან, ხოლო ღირსმან გიორგი-პროხორე აღაშენა და განასრულა ქართველთა დიდი ესე სავანე _ მონასტერი ჯუარისაი.

აღაშენე რა ტაძარნი საუფლონი და შეამკვნე და ადიდნე წმიდანი იგი ადგილნი, დამძიმდი სნებითა, მეფეო, და ანდერძად ამცნე სახლეულსა შენსა და სრულიად ქარრთველთა ერსა _ სიყუარული ჭეშმარიტისა ღმრთისა, დაცვა მცნებათა მისთა, და პატივისა მიგებაი წმიდისა დედისა ჩუენისათვის ნინოისა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა: „ზღვასა მას ზედა...“.

მამათა: „საღმრთოთა მამათა...“.

„დიდება“ მოციქულთასწორთა: „ნათლისა სამკვიდრებელსა...“ (იხ. საზიარო თვენი)

„აწ და“ ამაღლებისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი.

- მოციქულთასწორთა - 3 მუხლი:

ცნობაი ზეცითგან გებოძათ, ოდეს ჰხედევდით დამხობასა კერპთა უსულოთა და რისხვისა ღრუბელი შეგაძრწუნებდათ თქუენ და თქუენთანა ყოველსა ერსა და დაუტევებდით თაყვანისცემასა ეშმაკთასა, ამისთვისცა ვადიდებთ ღმერთსა მამათა ჩვენთასა.

მქონებელი სურვილისა სმენად ქრისტეს საღმრთოისა სჯულისა, არ დააბრკოლებდი ქადაგებად ნინოსა, არამედ განარინე იგი მრავალთაგან წინააღმდგომთა, მირიან, მეფეო კერპთა მადიდებელო, ესევითარითა სიბრძნითა შენითა განკვირვებულნი ვხმობთ შენდამი, ჰოი, მეფეო სანატრელო.

ქადაგი სიტყვისა ღმრთისა ნინო სცან მეგობრად თვისად, წმიდაო ნანა, დედოფალო ღმრთივშემკობილო, განმკიცხველმან კერპთა უძლურთა, მეუფესა ქრისტესა სადიდებელი უგალობე.

ახალი სასწაული გვიჩვენა ჩუენ უფალმან, რამეთუ მეფე კერპთმსახური მსახურად ჭეშმარიტებისა იხილვების, რომელსა შევუთხზავთ გალობასა და ვევედრებით, ღუაწლთა შენთა შემსხმელნი მოგვიხსენე სასუფეველსა ღმრთისასა.

- მამათა - 2 მუხლი (თავის ჩასართავებით).

„დიდება“ მამათა: „მწყობრნი საღმრთონი...“ (ხმა VIII).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

I ჟამზე:

_ „დიდება“ „აწ და“ - გერი სახარებისა.

_ ტროპრები: აღდგომისა და მამათა.

_ კონდაკი: მოციქულთასწორთა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა და მოციქულთასწორთა.

_ კონდაკი: მამათა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა და მამათა.

_ კონდაკი: მოციქულთასწორთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).

- მამათა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი.

- მოციქულთასწორთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად: „...აღდგომილო მკვდრეთით...“

ტროპრები: აღდგომისა;

- მამათა;

- მოციქულთასწორთა;

კონდაკები: - მამათა

„დიდება“ - მოციქულთასწორთა;

„აწ და“ - ამაღლებისა;

წარდგომა: გალობა მამათა და მოციქულთასწორთა.

ალილუია _ მამათა და მოციქულთასწორთა.

სამოციქულო და სახარება – VII კვირისა და მოციქულთასწორთა.

განიცადე _ კვირისა და მოციქულთასწორთა.

გალობა მამათა: (ხმა IV): „კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე“.

მუხლი: „რამეთუ მართალ ხარ შენ ყოვლისავეთვის, რომელი ესე მიყავ ჩუენ“.

წარდგომა მოციქულთასწორთა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

ალილუია (ხმა I): „ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა, და უწოდდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე“.

მუხლი: „შემოჰკრიბენით მისა წმიდანი მისნი აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი“.

ალილუია მოციქულთასწორთა (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკკლესიასა შინა წმიდათასა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი... და IX გალობის ძლისპირი: „ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი...