* გარდამავალია, მოიხსენიებიან აღდგომიდან მე-7 კვირიაკეს. მოციქულთა სწორთა გარდამავალი მოსახსენებელი დადგენილია წმიდა სინოდის განჩინების საფუძველზე (2003 წლის 18 აგვისტო). შენიშვნა: მოციქულთა სწორთა განგება გადაიხდება წმიდათა მამათა განგებასთან ერთად. ამათ მსგავსად შეიძლება შესრულდეს მოწამეთა ძმათა განგებაც, რომელიც ჩაანაცვლებს მოციქულთა სწორთა განგებას. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩატარდება მოციქულთა სწორთა განგება, მაშინ ლიტურგიაზე მიემატება: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ლკ. 10: 1-15 (დას. 50); მოწამეთა ძმათათვის საკითხავები მოწამეთა. საზიაროთაგან იძიეთ. („ამასვე. დღესასწაულისათჳს შუენის უწყებაჲ, უკუეთუ დაემთხ«ოს წმიდისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყუელისაჲ კჳრიაკესა ზ(7)-სა შემდგომად პასექისა, ჴსენებასა წმიდათა, მამათა, სამას ათრვამეტთასა“. იხ. ზატიკი, 1850. წ. გვ. 473. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1013; სადღესასაწაულო, 2013 წ. წიგნი III, გვ. 134).