შენიშვნა: დღესასწაულის წარგზავნაზე რიგის წმიდის საკითხავები დაიტევება. შესაბამისად წირვაზე წმიდის სამოციქულო არ წაიკითხება.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ რიგითი კანონი – არ აღესრულება (ხუთშაბათს ღამისთევის მსახურების გამო).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 6 მუხლი (ხმა VI, პირველი დასდებელი – 2-გზის, თვით ამაღლების დღესასწაულში იძიე).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მამულთა წიაღთაგან...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდა ღმერთი...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ - 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება, აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – დღესასწაულის II კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
_ კატავასია: „საღმრთომან ნისლმან...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ივნე ვითარცა...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (I კანონი ძლისპირით), თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება, აწ და“
კონდაკი: დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა.
წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.
მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.
ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
„ღირს არსი“-ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ჰშევ, ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათაჲ...“.
ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.