შენიშვნა: ამ დღეს დამთხვეული თვენის წმიდის განგება იგალობება სერობაზე (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 309), ხოლო საჩინო წმიდის, ან ეკლესიის წმიდის განგება გადაიხდება იმავე დღეს, მსგავსად ამ დღეს დამთხვეული იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის დრესასწაულისა (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 475). ამიტომ თუ უპირატესი ინებებს ამაღლების დღესასწაულის წარგზავნასთან ერთად დიდმოწამე თეოდორეს ან მღვდელმოწამე თევდორეს განგების შესრულებას, მაშინ რიგის საკითხავებს მიემატება შესაბამისად; დიდმოწამე თოეოდრესთვის: 1 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). მთ. 10: 16-22 (დას. 36); ან/და მღვდელმოწამე თევდრესთვის - მღვდელმოწამისა (საზიაროთაგან).