უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს მოწ. შალვა ახალციხელის ხსენების მაღალ რანგში აღსრულებას, უნდა ვისარგებლოთ მარკოზის თავებით, მსგავსად ტიპიკონისა, თუ წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ხსენება დაემთხვევა აღდგომის მე-7 კვირას, მამათა ხსენებას. ზემოთ მითითებული მოწამის სამოციქულო და სახარება მხოლოდ ამ შემთხვევაში წაიკითხება.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ყოველთა წმიდათა კვირის „ღამისთევის მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VIII).

- აღმოსავლური - 3 მუხლი (ხმა VIII).

- ყოვ. წმიდათა - 4 მუხლი (ხმა VI).

„დიდება“ წმიდათა: „მოწამეთა გუნდნო...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ყოველთა წმიდათა.

_ „ლიტიასა ზედა დასდებლები: ტაძრისა და ყოველთა წმიდათა.

„დიდება“ ყოვ. წმიდათა: „აწინდელსა ამას...“ (ხმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ...“ (ხმა V).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავის ჩასართავებით).

„დიდება“ ყოვ. წმიდათა: „მოვედით დღეს...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ხმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო - 2-გზის.

- ტროპარი ყოვ. წმიდათა: „ყოვლისა სოფლისა წამებულთა...“ 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ხმა VIII).

„დიდება“ ყოვ. წმიდათა: „ყოვლისა სოფლისა წამებულთა...“ (ხმა IV).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: აღდგომისა (ზატიკიდან).

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ „გუნდნი ანგელოზთანი...”

_ იპაკო (ხმა VIII).

_ ანტიფონები (ხმა VIII).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლადმდე“ (ხმა VIII).

მუხლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.

_ საცისკრო სახარება პირველი: მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... - იგალობება 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).

III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).

IV კანონი - ყოველთა წმიდათა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი” – „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ყოვ. წმიდათა: „მამანო და მამათ-მთავარნო...“

„დიდება“ იგივე, „აწ და“ მისივე: „ზეცისა ბჭესა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - ყოველთა წმიდათა (ხმა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავის მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა: „მოწაფეთა თანა მივიწივნეთ...“

„დიდება“ ყოვ. წმიდათა: „ნათლის-მცემელსა და...“

„აწ და“ მისივე: „ზეცას დიდებული...“

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად (ხმა VIII) (ზატიკიდან).

„დიდება“ მისივე: „წარვიდეს რა მთად...“ (ხმა I) (ზატიკიდან).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...” (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა და ყოველთა წმიდათა.

_ კონდაკი: ყოველთა წმიდათა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

_ მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).

_ ყოველთა წმიდათა - VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი

შესვლად:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ყოველთა წმიდათა.

„დიდება“ „აწ და“ - კონდაკი ყოველთა წმიდათა.

წარდგომა – აღდგომისა და ყოველთა წმიდათა.

ალილუია _ ყოველთა წმიდათა.

სამოციქულო და სახარება – ყოველთა წმიდათა კვირისა.

განიცადე _ კვირისა და ყოველთა წმიდათა.

წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩვენსა“.

მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაილსა ზედა დიდ-არს სახელი მისი“.

წარდგომა (ხმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...”

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.

შენიშვნა: ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარში გავითვალისწინებთ ცვლილებებს, რომლებიც მოცემულია ზატიკში, ლიტურგიის მითითებების შემდეგ.