შენიშვნა: ყოველთა წმიდათა კვირიაკეს დამთხვეული თვენის წმიდის განგება იგალობება პარასკევს სერობაზე (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 376), ხოლო საჩინო წმიდის, ან ეკლესიის წმიდის განგება გადაიხდება ამავე დღეს, მსგავსად ამ დღეს დამთხვეული იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის დღესასწაულისა (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 476). ამიტომ თუ უპირატესი ინებებს ყოველთა წმიდათა კვირიაკეს შეასრულოს შალვა ახალციხელის განგება, მაშინ რიგის საკითხავებს მიემატება შალვასი - საკითხავები მოწამისა (საზიაროთაგან).