საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. გამომცემლობა „ნათლისმცემელი“. თბილისი 2007.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
მთავარანგელოზისა - 6 მუხლი (ხმა IV):
„მიქაელ დიდებულო, ღმრთისა ყოველთასა საღმრთოი მსახური ხარ და ელვარებითა და ბრწყინვალებითა თვალთშეუდგამითა მის მიერ განათლებული ბრწყინავ მარადის ზეშთა ცნობისა და განანათლებ მკვიდრთა ქუეყანისათა ნათლითა მით მისითა საუფლოითა“ 2-გზის.
„მიქაელ ელვარეო, დიდებაი შენი საჩინო არს და მაღალ, ხოლო ძლიერებაი შენი - საკვირველ, მადლი - მიუწვდომელ, ხატი - შუენიერ და ხილვაი - ცეცხლისფერ და ხელმწი-ფებაი - მაღალ და დიდებულ, ხოლო ბუნებაი - უსხეულო და ყოვლად უვალ ხრწნილები-საგან“ 2-გზის.
„მიქაელ წესმთავარო, უძლურთა მკურნალო და კაცთა წინამძღვარო, დაწუნებულთა და მიმძლავრებულთა ძლიერო შემწეო, მცველო შემწეო მადიდებელთა შენთაო, ბრალთა შენდობაი გვითხოვე ქრისტესაგან და საუკუნოი ცხოვრებაი, დიდებულო და ღმრთივგანათლებულო“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „მიქაელ მთავარანგელოზო ცეცხლისფერთა გუნდთაო, რომელი დიდებასა გამოუთქმელსა საღმრთოსა ცათა შინა ხედავ და გალობასა შესწირავ სამებისა წმიდისა ყოველთა მაცხოვრისა, რომლისა მიმართ ჩუენთვის ვედრებად ნუ დასცხრები, დაიცევ სამწყსოი შენი ყოვლისაგან ვნებისა მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, რომელნი ქებით პატივს-გცემენ შენ“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზისა (ხმა IV).
„მოვედით ყოველნი სარწმუნოებით შემოვკრბეთ გალობად დღესასწაულსა მიქაელ დიდებულისა მთავარანგელოზისასა, ამან შემომკრიბნა გალობად დღეს და წინაგვიძღვის ჩუენ ქებად და დიდებად ქრისტესა ყოველთა დამბადებელისა და ჩუენ თანავე ღაღადებს დიდებასა მისსა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა სულთა ჩუენთათვის“.
მუხლი: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.
„მიქაელ ძალთა უფლისათა მთავარანგელოზო, ზეცით გარდამოხედ და მოიწიე ჩვენდა, რომელნი გევედრებით ცრემლითა და სულთქმითა დღეს სარწმუნოებით, რამეთუ აღდგეს მდინარენი და ამაღლდეს და წარწყმედასა გვითქუმიენ ჩუენ და ტაძარსა საღმრთოისა დიდებისა შენისასა, მოიხილე და შემუსრენ მტერნი ჩუენნი ძლიერებისა მის შენისა კუერთხითა, რაითა ხსნილნი შენ მიერ, ვადიდებდეთ უკუე ყოვლად წმიდასა საღმრთოსა სახელსა შენსა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
„რომლითა შესხმითა ზეცისა უხორცოთა ქებისაითა შემძლებელ ვიქმნეთ გალობად დიდებულსა ზეცისა ძალთა წინამძღუარსა მიქაელს ქუეყანისანი ესე დიდსა მთავარანგელოზსა წინაშე საყდართა ღმრთისათა მდგომარესა, რომელი საღმრთოითა ქებითა ადიდებს ყოვლადწმიდასა სამებასა, ყოველთა თანა ზეცისა მხედრობათა სამწმიდაობითა გალობითა დაუცხრომელად, რომლისა მიერ ქრისტე ღმერთი ჩუენი მოგუმადლებს მორწმუნეთა კრებულსა დღეს შენდობასა და დიდსა წყალობასა“.
„დიდება“ მისივე: ,,რომლითა სიტყვუთა მიწისაგანნი ესე და მოკუდავნი კადნიერ ვიქმნეთ შესხმად ერისმთავარსა ზეცისა მხედრობათასა, საკვირველსა წინამძუარსა ყოველთა უხორცოთა წესთასა, ცეცხლისფერსა მას და ნათლითშემოსილსა, უნივთოსა ბუნებით და უსხეულოსა ყოვლად დიდებულსა მსახურსა და პირისპირ მდგომსა, საღმრთოისა დიდებისა მხილველსა, ქრისტე ღმერთო მოგუმადლე ჩუენ, ერსა შენსა მისიტა მეოხებითა მშვიდობაი და დიდი წყალობაი ვითარცა ხარ სახიერ და მრავალმოწყალე“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო, რომელმან...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ხმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ 2გზის (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I სტიქოლოგიისა: მთავარანგელოზისა:
„ზეცისა უხორცოთა წესთა მთავარანგელოზო და წინაშე პირსა ღმრთისასა მდგომარეო და მის მიერითა ბრწყინვალებითა განათლებულო განანათლენ და წმინა-ჰყუენ სარწმუნოებით მგალობელნი შენნი და იხსენ ყოვლისაგან ეშმაკთა მძლავრებისა და მტერთა კუეთებისა და მშვიდობაი ცხოვრებისაი ითხოე ღმრთისაგან მეფეთათვის და ყოველთა კათცა“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ წარდგომები შემდგომად II სტიქოლოგიისა: მთავარანგელოზისა:
„რომელნი ტაძარსა შენსა წმიდასა ვჰმსახურებთ და მას შინა სარწმუნოებით გიგალობთ, ვითარცა მთავარსა ზეცისა წესთასა გვიხსნენ ჩუენ ყოველთა საცდურთაგან და მერმისა მისგან რისხვისა და ცეცხლისა მისგან გეჰენიისა მეოხებითა შენითა, მთავარო ანგელოზთაო მიქაელ ყოვლად დიდებულო“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მთავარანგელოზისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „ჯვარი დასახა მოსე“.
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II.
„ანგელოზთა მთავარსა მას დიდებულსა მიქაელს, სასწაულთა დიდთა მოქმედსა, გალობითა საღმრთოითა შევამკობდეთ მორწმუნენო“.
„რომელმან შეჰქმნენ მსახურნი შენნი ალად ცეცხლისა, მათ შორის განაწესე ღმერთო, მნათობად დიდი მიქაელ, რომელიცა გიგალობს შენ“.
„დიდება“ – „უგალობდეთ, მოწმუნენო, სახიერსა უფალსა, რომელმან მოგუცა ზღუდე მტკიცე, დიდებული მიქაელ ზეცისა ძალთა მთავარი“.
„აწ და“ – „საიდუმლოი დიდებული აღესრულა ჩუენ შორის უხრწნელო ქალწულო მარიამ, რამეთუ გვიშევ ღმერთი, რომელიცა დიდებულ არს“.
გალობა III. „განძლიერდასა“.
„წინაშე საყდართა სამებისათა მდგომარე ხარ, მიქაელ, და ბრწყინვალებითა მისითა განათლებული ადიდებ მარადის დამბადებელსა“.
„გიხილა ოდესმე ისო ნავესმან დიდებითა საღმრთოითა დიდად შვენიერი და ესრეთ ღაღადებდა: რასა მიბრძანებ, უფალო მონასა შენსა?“.
„დიდება“ – „სენთაგანმრავალთა ღელვაგუემულნი მოივლტიან მხურვალედ ტაძრად შენდა წმიდად, დიდებულო მიქაელ, და ღირს იქმნებიან უშურველად მადლსა“.
„აწ და“ – „მთათ გიწოდა დიდმან პირველ დანიელ და მთათ ჩრდილოდ ამბაკუმ და მთად შეყოფილად - დავით, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ გვიშევ ღმერთი უფალი“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მთავარანგელოზისა: „ხილვაი შენი ბრწყინვალე არს და ბენებაი - ცეცხლისფერ, რამეთუ ელვარე არს პირი შენი ვითარცა მზე, მრავალფერო ვარსკვლაო ზეცისა ნათლისაო, შენ საღმრთოითა ნათლითა ბრწყინვალედ შემკობილო საიდუმლონი იგი დაფარულნი მაღლისანი, სამებისა წმიდისა ჩუენებანი განამრავლენ, წინასწარმეტყველთა თანა ხილვასა ჰყოფდ მართალთა თანა და ღმრთისმსახურთა“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობა IV. „მესმასა“.
„ვითარ შვენიერ არს ხილვაი და დიდებაი შენი საკვირველ, მიქაელ, რაბამ ელვარე არს სახელი შენი და სავსე მადლითა სულიერითა“.
„ცათა შინა მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა და ქუეყანასა ზედა მყის მოიწევი და ყოველტა ჭირვეულთა შემწედ ეპოები შენ“.
„დიდება“ – „სვეტად ცეცხლისად ეჩვენე ღირსსა არქიპოსს და განარინე იგი ერისა მისგან უშჯულოისა, რომელნიცა ჰბრძოდეს ტაძარსა შენსა“.
„აწ და“ – „შესავედრებელ მექმენ მე და ძალ-მწე, ღმრთისმშობელო ყოვლად წმიდაო, რაითა გადიდებდე მარადის, მეოხო ყოველთა მორწმუნეთაო“.
გალობა V. „ღამითგანსა“.
„სასწაულნი წმიდისა მის ტაძრისა შენისანი პირველვე მოასწავნეს ქადაგთა მათ ღმრთისა სიტყვისათა“.
„წყაროი საკვირველებათაი აღმოაცენა დიდმან მიქაელ, მოვედით და მოვიღოთ ყოველთავე მადლი უშურველი“.
„დიდება“ – „ბრმათა ნათელი მიეცემის ტაძარსა შინა შენსა, ანგელოზთა მთავარო, სლვაი - მკელობელთა, უტყუთა - მეტყველებაი“.
„აწ და“ – „უზეშთაეს იქმენ შენ ანგელოზთა, ღმრთისმშობელო, რამეთუ ჰშევ ღმერთი და მეუფე უბიწოდ“.
გალობა VI. „ღაღატყავსა“.
„მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მთავარანგელოზისათა“.
„რომელთა ხელ-ყვეს ევლოგიისა წყალსა უჩინო-ყოფად, ცუდ-ჰყავ ზრახვაი მათი ძალითა შენითა, მთავარანგელოზო“.
„დიდება“ – „ცეცხლისფერი ხილვაი შენი ღირსო, სამებისა მსახურო, შესწუავს უშჯულოთა და განანათლებს ყოველთა მორწმუნეთა“.
„აწ და“ – „სასოი ხარ ყოველთა მორწმუნეთა, ღმრთისმშობელო მარიამ, მეცა გევედრები: მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მთავარანგელოზისა (ხმა II) (სადღესასწაულოდან. იხ. ძვ. სტ-ით 8 ნოემბერი).
გალობა VII. „კურთხეულარსა“.
„სცა ოდესმე კლდესა მას მოსე კუერთხითა და გამოეცნეს წყალნი ფრიად, ხოლო დიდმან მიქაელ სცა კლდესა მას და დაინთქნეს მდინარენი დიდნი საწამებელად მისთა სასწაულთა დიდებულთა“.
„გიხილა შენ ოდესმე დანიელ შემოსილი დიდებითა დიდითა, ძრწოლით შეგივრდებოდა, მთავარანგელოზო, და უღაღადებდი უფალსა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
„დიდება“ – „ანგელოზთა კრებული დღესასწაულსა ამას მთავრისა მათისასა ადიდებენ ქრისტესა, რომელმან შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა - მამათა ჩუენთა ღმერთმან კურთხეულმან მარადის“.
„აწ და“ – „მაცხოვარი ყოველთაი, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა შენგან, სძალო, ქალწულო ღმრთისმშობელო, და მოგუანიჭა ჩუენ წყალობაი, რომელნი ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“.
გალობა VIII. „აკურთხევდითსა“.
„ვითარცა ელვაი ზეცით ქუეყანად, მსწრაფლ მოიწევი შენ და განუყოფ მადლსა მგალობელთა დიდებისა შენისათა მიქაელ“.
„დიდ არს დიდებაი შენი, მთავარო ზეცისა გუნდთაო, მრავალ არიან სასწაულნი, რომელთა იქმ ყოველსა ქუეყანასა“.
„დიდება“ – „მობაძავი არს ცათაი ტაძარი ანგელოზთა მთავრისაი, რომელსა შინა ქრისტესა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
„აწ და“ – „მართლმადიდებლობით ღმრთისმშობლად გქადაგებთ, ქალწულო და შენგან შობილსა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. „აკურთხევდითსა“.
„ღმრთისმეტყუელმან მან დიდმან მახარებელმან და ფილიპე მოციქულმან მოასწავეს მადლი ტაძრისა შენისა, ანგელოზთა მთავარო“.
„მოხუედ, ქრისტე, ცხოვრებად კაცთა და მოგუეც ჩუენ მცველი დიდი მიქაელ მთავარანგელოზი ხსნად ჩუენდა ყოველთაგან განსაცდელთა მტერისათა“.
„დიდება“ – „ძალსა მას ეშმაკთასა შეჰმუსრავ, დიდებულო მიქაელ, ბრძოლასა წარმართთასა განაქარვებ და ჰკურნებ უძლურთა, ამისთვის გადიდებთ შენ“.
„აწ და“ – „უმაღლეს იქმენ ცათა, უხრწნელო ქალწულო მარიამ, რამეთუ დაუტევნელი დაიტიე, ამისთვის უხორცოთა თანა გადიდებთ“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მთავარანგელოზისა: „მთავარანგელოზო ღმრთისაო, საფარველთა ფრთეთა შენთათა გარემომიცევ მე, მვედრებელი და მოსავი შენი და განსვლასა მას სულისა ჩემისასა მიხსენ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან და მაცხოვნე მე“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზისა - 4 მუხლად (სადღესასწაულოდან. იხ. ძვ. სტ-ით 8 ნოემბერი).
„დიდება“ მისივე: „სადაცა ფარავს მადლი...“ (ხმა V).
„აწ და“ მისივე: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ხმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მთავარანგელოზისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მთავარანგელოზის IIIდა VI გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: „დიდება“ - მთავარანგელოზისა;
„აწ და“ - ტაძრისა;
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მთავარანგელოზისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მთავარანგელოზისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მთავარანგელოზისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა IV): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.