* ხონეში ქმნილი საკვირველების გამო მიქაელ მთავარანგელოზი, მოიხსენიება „ხონელად“ (ბერძნ. „,ო-ხონიატის”). ხატიც, რომელიც ამ საკვირველებას ასახავს, ძველად „ხონელის” სახელით მოიხსენიებოდა. ამ სახელის ბერძნული ფორმა, „ო-ხონიატის“, ქართულშიც შემოსულა ,,ოქონის“ ფორმით. შუა საუკუნეებში ოქონის ხატს საქართველოში დიდ პატივს მიაგებდნენ. მის სახელზე რამდენიმე ადგილას ეკლესიაც აუგიათ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი შეერქვა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ხონს, ქართლის სოფელ ოქონას (ქარელის რ-ნი) და რამდენიმე სხვა ადგილს (იხ. თ. მესხი, ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის, თბ., 2015 წ).