უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელთმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანი“ (III რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება V მაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მღვდელთმთავრისა - 6 მუხლი.

დიდება - მღვდელთმთავრისა: გიხაროდენ, ღირსო მამაო... (მა V).

აწ და - ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (დიდების ხმის მიხედვით): ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (მა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მღვდელთმთავრისა (თავისი ჩასართავებით).

დიდება“ მისივე: ორცოთა განწყობილსა მას მდგომარე ხარ...“ (მა I).

აწ და“ - ღმრთისმშობლისა აღდგომისა“ (დიდების” ხმის მიხედვით): აჰა-ესერა, აღესრულა წინასწარმეტყუელება ესაიასი...“ (მა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (მა IV).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VII მაზე).

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (მა IV).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მღვდელთმთავრისა.

„დიდება, აწ და- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღვდელთმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: აღაღე პირი ჩემი....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა მღვდელთმთავრისა: საღმრთო ნათელი შეიწყნარე... (მა III).

დიდება, აწ და - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელთმთავრისა: საღმრთოსა ქუხილსა....

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მღვდელთმთავრისა: ჭირთა შინა შემწე ხარ... (მა VIII).

„დიდება, აწ და - მისივე.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი.

დიდება მისივე: შენ, მწყემსო ჭეშმარიტო... (მა VIII).

აწ და - ღმრთისმშობლისა მისივე: გიხაროდენ, მარიამ ღმრთისა დედაო....

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (მა IV).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელთმთავრისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- მღვდელთმთავრის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი დიდება, აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღვდელთმთავრისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდელთმთავრისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღვდელთმთავრისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირისისა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ _ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.

წარდგომა (მა VII): პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (მა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.

მუხლი: პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი.

ალილუია (მა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.

განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

განიცადე: სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და წმიდისა ემთხვევა ერთმანეთს).