უკან დაბრუნება

2 კორ. 178 დას. V, 1-10. ლკ. 46 დას. IX, 37-43 (შაბ.).

2 კორ. 178 დას. V, 1-10

ძმანო, უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის; რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ. და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან. ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ. მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა. ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.

ლკ. 46 დას. IX, 37-43

37. და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი. 38. და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და ჰრქუა: მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ მივის. 39. და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი, და მეყსეულად ღაღატ-ყვის, და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი. 40. და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს. 41. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: å ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძე შენი! 42. და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაჲ იგი და მისცა მამასა თჳსსა. 43. და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა, და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: