×
(23-ე შვიდეულის სახარების საკითხავები).
მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელ ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (167);
შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და ექსაკუსტოდიანესი (250, 446);
მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III);
დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა*.
ლიტ.: ფლპ. 2: 12-16 (დას. 241). ლკ. 10: 22-24 (დას. 52).
შენიშვნა 2: თუ უპირატესი ინებებს მოციქულთა სწორის ამბერკის დღესასწაულის გადახდას, მაშინ მიცვალებულთა საკითხავების. ნაცვლად წაიკითხება: ებრ. 7: 26-28; 8: 1-2 (დას. 318). ინ. 10: 9-16. (დას. 36), ხოლო სადაც უნდა შესრულდეს ყაზანის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულის განგება, იქ მოციქულთა სწორის ამბერკის საკითხავების ნაცვლად წაიკითხება: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).