უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება  - -  საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ “აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება V ჴმაზე).          

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა V). „დიდება“ მისივე: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მისივე: ,,რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).        

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთეებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო-ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისაითა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“ (ჴმა IV) (იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“. 2014 წ. ნომერი 43 (743) 11-17 დეკემბერი).

„დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ქრისტე...“ (ჴმა IV) 2გზის. „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: ღირსის.

„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.

_ III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება

_ წარდგომა შემდგომად III სტიქოლოგიისა: პარაკლიტონიდან.

„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.

- შემდგომად III სტიქოლოგიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

 

 საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა  - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა  - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: ,,მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).

 „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: ,,მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განამტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ, ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველთა სიმდაბლითა, აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა“ (ხმა IV) (იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“. 2014 წ. ნომერი 43 (743) 11-17 დეკემბერი).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,იწრო გზა მოღვაწებისა...“, „დიდება“ „აწ და“ იგივე.              

_ „ყოველი სული“ - იგალობება.          

_ „აქებდითსა‘‘ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო საწადელო...“ (ჴმა VII), „აწ და“ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ქრისტე ნათელო...“ (ჴმა VII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ქრისტე...“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

  - ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

  - ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ თი.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები:  „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - ტაძრის; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - `სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“.

ალილუია (ჴმა I): ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.