წინა დღე შემდეგი დღე
ძველი სტილით: 20 ოქტომბერი 2024

სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეული. დიმიტრის შაბათი

ახალი სტილით: 02 ნოემბერი 2024
მიცვალებულთა ხსენება*.
ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა (1995)** დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (362).


ლიტ. - 1 კორ. 164 დას. XV, 58 - XVI, 3. ლკ. 29 დას. VII, 1-10. მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).


ტიპიკონური მითითებები შენიშვნა 1: თუ ეკლესიის წმიდის დღესასწაული დაემთხვა დიმიტრის შაბათს, მაშინ ყოველივე განგება ეკლესიის წმიდის გადაიხდება ამ შაბათს, ხოლო მიცვალებულთა განგება გადაიხდება წინა შაბათს (იხ. Богослужебные указания на 2017 год, с. 787).).

** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2012 წლის 20 აგვისტოს კრების განჩინებით.

* გარდამავალია, აღინიშნება წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (26.X) წინა შაბათ დღეს, რის გამოც, დიმიტრის შაბათსაც უწოდებენ. თავდაპირველად იგი დაწესდა რუსეთის ეკლესიაში კულიკოვოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად. მოგვიანებით რუსეთის ეკლესიამ იგი მიცვალებულთა საყოველთაო დღედ გადააქცია. საბერძნეთში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, იერუსალიმში და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ სრულდება. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ხანაში, როდესაც ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიამ შეიერთა (1816-1917 წწ-ში), რუსული საეკლესიო ჩვეულებები საქართველოშიც გავრცელდა. მათ შორისაა დიმიტრის შაბათის აღნიშვნაც. ეს ტრადიცია საქართველოში დღემდე შემორჩა.