უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: 

“დიმიტრის შაბათი” _ მიცვალებულთა ხსენება აღესრულება დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (ძვ. სტ. 26 ოქტ. / ახ. სტ. 8 ნოემ.) წინა შაბათს. თუ ამ დღეს დაემთხვა მაღალი რანგის მსახურება, იგი გადატანება ერთი კვირით ადრე, შაბათ დღეს. რუსეთის ეკლესიაში ყაზანის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნება, ამიტომ მიცვალებულთა მსახურება მათ განაწესეს წინა შაბათს, 15 (28) ოქტომბერს.

განსხვავებით ეკლესიაში დადგენილი საყოველთაო მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეებისა, როგორი-ცაა ხორციელის შაბათი, სულის შაბათი და ა.შ. დიმიტრის შაბათის აღსრულება რუსული ეკლესიის ტრადიციაა. თუ ნებავს წინამძღვარს, ჩაატარებს მიცვალებულთა მსახურებას, შესაბამისად, წირვაზე დღის სამოციქულოსთან ერთად წაიკითხება მიცვალებულთა სამოციქულოც. შესაძლებელია წირვის შემდეგ მხოლოდ დიდი პანაშვიდი აღსრულდეს, მაშინ წირვაზე წმიდის და დღის სამოციქულოს წავიკითხავთ.

თბილისში ყაზანის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გვაქვს. მათ ტაძრის დღესასწაული საზეიმოდ უნდა აღნიშნონ.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – თვენიდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათ დღეს „ორი წმიდის” (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება II ჴმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: - მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (ჴმა II), - მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა II). „დიდება“ - მღვდელმთავრისა: „ღირსო მღვდელმთავარო...“ (ჴმა III), „აწ და‘‘  ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა (იქვე, პარაკლიტონიდან):                                    

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV). „დიდება“ ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV) _ 2-გზის, „დიდება“ ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (Ãმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მოწამეთა ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.  მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება‘‘, ,,აწ და‘‘ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

_ 50-ე ფსალმუნი.

მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან).

 

რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში

I კანონი – მღვდელმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

შენიშვნა: ტაძრის წმიდის კანონი დაიტევება.

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: „რომელმან საკვირველ-ჰყუენ...“ (ჴმა IV).

- იკოსი მოწამეთა: „საკვირველი და მაღალი...“ (ჴმა იგივე).

- წარდგომა მღვდელმთავრისა: „მღვდელმთავარ გამოჩნდი...“ (ჴმა VIII). „დიდება“ - წარდგომა მოწამეთა: „ვითარცა სუეტთა...~ (Ãმა IV). „აწ და“ - მისივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):                                               

- კონდაკი მღვდელმთავრისა: „ვითარცა მღვდელსა დიდსა...“ (ჴმა VIII).

- იკოსი მღვდელმთავრისა: „ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა იგივე).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: „მსწრაფლ იძულებით...“  .          

„განმანათლებელი“ მოწამეთა: „პატიოსნისა ჯვარისა...“, „დიდება“_ განმანათლებელი შაბათისა, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა..

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV),

„დიდება“ ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი" „კეთილ არსზე“ (დღისა და მეორე ტროპრის ხმის მიხედვით): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: მღვდელმთავრისა და მოწამეთა;

_  კონდაკი: მღვდელმთავრისა და მოწამეთა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

მღვდელმთავრის კანონის III გალობიდან _ 2 მუხლი;

მოწამეთა კანონის III გალობიდან _ 2 მუხლი;

პარაკლიტონიდან `მომიხსენენი~ - 4 მუხლი.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“ - მღვდელმთავრისა; - მოწამეთა. კონდაკები:  - ტაძრისა, - მღვდელმთავრისა; - მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და~ - „სოფლისა შემოქმედისა…

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, - მღვდელმთავრისა; - მოწამეთა; კონდაკები:  - მღვდელმთავრისა; - მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – მღვდელმთავრისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მღვდელმთავრისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა I) „პირი ჩემი იტყოდა სიბრძნესა, და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.

მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა, და ყურად იხუენით ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა II) „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე“.

შენიშვნა: სამოციქულოში „ალილუიას“ მუხლი არ აქვს.

ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.