გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ საეკლესიო ახალი წელიწადისა.
ღირსისა სვიმეონ მესვეტისა* ჰალაბელისა (ალეპო) (459);
კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (წმ. ხატის პოვნისა 864).
მოწამისა აითალა დიაკონისა (380);
40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიაკონისა, მოძღვრისა მათისა (IV);
მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ევოდისა და ერმოგენისა (309);
მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრ.შ-მდე).
მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9. 2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7 (დას. 282). ლკ. 4: 16-22 (დას. 13).
ღირ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ტიპიკონური მითითება
* თუ ეკლესია ღირ. სვიმეონ მესვეტის სახელობისაა, ან თუ უპირატესი ინებებს, ცისკარზე წაიკითხება სახარება: ლკ. 6: 17-23 (დას.24) (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 6; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 10).