ყველას გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს!


"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნათლისღებას. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ასე: „განცხადება ღვთისა“, „გამოცხადება წმიდისა სამებისა.“

სწერია სახარებაში რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ნათელი იღო მისგან და ხმა იყო მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ და სულიწმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა.

აი, ამიტომ ამ დღეს გამოჩნდა წმინდა სამება, გამოეცხადა ქვეყანას წმინდა სამება. ეს არის დღე განწმედისა, ეს არის ის დღეები, როცა ეკურთხება დიდი აიაზმა. არსებობს მცირე აიაზმა და არის დიდი აიაზმა. წელიწადში მხოლოდ ორჯერ ეკურთხება ეს წყალი და ეს არის უდიდესი სიწმინდე და ეს არის დამადასტურებელი იმისა რომ ძალა ღვთისა, მადლი ღვთისა არის ამ წყალსა ზედა და რომელიც ღებულობს, რომელიც ისხურებს ან ასხურებს თავის ოჯახს თუ სახლს, კურთხეულია და დალოცვილია ის ოჯახი.

მთელი წლის განმავლობაში ოჯახს უნდა ჰქონდეს შენახული ეს წმინდა წყალი, დიდი აიაზმა. „აიაზმა“ სიტყვა ბერძნული სიტყვისაგან წარმოიშობა, სიტყვისაგან „აიოს“ - წმინდა, „აიაზმა“, „მეღალი აიაზმა“, ეს არის დიდი სიწმინდე, აი ამიტომ, თქვენ უნდა გქონდეთ მთელი წლის განმავლობაში ეს უდიდესი სიწმინდე და მიიღოთ მადლი ღვთისა."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მსგავსი განცხადებები: