წარმოგიდგენთ ახალ საცდელ გადაცემას ,,შესავლის გარეშე".
გადაცემაში სხვადასხვა სასულიერო პირი ისაუბრებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
ამჯერად წარმოგიდგენთ წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილს, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე საუბრობს.
გვინდა, მოგიწოდოთ ამ პროექტში ჩართულობისაკენ. გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოსაზრებები და თქვენთვის საინტერესო თემები. ასევე საინტერესოა, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მსგავსი გადაცემები საჭიროა.
უკუკავშირისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.
08.10.2022