- 2024/11/11
ამა წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა:
იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
სურამის წმინდა თამარ მეფისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ილია (ხაჩიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
სოფელ წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკიანე (გერაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (სტეფნაძე) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლებით;
სოფელ ბიჯნისის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კორნელი (ხარაზიშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ხაშურის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელი (ფცქიალაძე) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
სოფელ ტაშისკარის წმინდა გიორგის და სათივის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე (ციცქიშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავითი (კაბერაშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნეონილა (დოლიაშვილი) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი კლავდია (ინდუაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ქვიშხეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ევფროსინე (რეხვიაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
მსგავსი განცხადებები:
- 2023/01/16
- 2023/01/17
- 2023/05/14
- 2023/06/26
- 2023/10/09
- 2023/10/12
- 2023/10/19
- 2023/12/13
- 2024/01/15
- 2024/01/18
- 2024/01/19
- 2024/01/23
- 2024/01/24
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/09
- 2024/05/15
- 2024/05/16
- 2024/05/28
- 2024/07/28
- 2024/08/28
- 2024/09/03
- 2024/12/02