ჩვენი სამსახურის Facebook გვერდის შექმნიდან ორ წელზე მეტი გავიდა.
ვეცადეთ, ამ მცირე დროში ბევრი რამ გვეთქვა და მოგვეტანა თქვენამდე...
დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უშურველი რჩევისა და მხარში დგომისთვის...
საგარეო ვიზიტები:
- ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, შეხვედრები სახელწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებში საგანგებო ელჩთან სემ ბრაუნბეკთან;
- ვიზიტი ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO), შეხვედრა ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან;
- ვიზიტი ევროპარლამენტში, შეხვედრები ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პარლამენტის ეკლესიებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ მაირად მაკგუინესთან, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე რასა იუკნევიჩთან;
- ვიზიტი ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივან ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივან პატრიკ ვოლერთან;
- სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი) ჩატარებული კონფერენცია „რელიგიური საკითხები თანამედროვე სამყაროში“.
- შეხვედრების თემები:
- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი;
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი;
- დავითგარეჯას საკითხი;
- უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი;
- ევროპის, როგორც ქრისტიანულ ფასეულობებზე მდგარ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტეგრაციის საკითხები;
- ევროსტრუქტურებთან, დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პირდაპირი კომუნიკაციის აუცილებლობა;
- საზოგადოების პოლარიზებისა და არსებული დაპირისპირების თავიდან აცილების გზების გამონახვა;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩალოყალიბების მიმართულებით არსებული ხედვების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა, ასევე -
სხვადასხვა აქტუალური საკითხი.
- საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციები და მნიშვნელოვანი შეხვედრები: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენცია „მარიხუანის ლეგალიზაცის შემთხვევაში არსებულის რისკების, საფრთხეებისა და სხვა საშიშროებების შესახებ“;
- ყოვლადწმინდა სამების ლავრასთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული კონფერენცია „ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესახებ“;
- საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული შეხვედრა-სემინარი ოჯახური ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ;
- ქალაქ სენაკში გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პარტნიორობის ფარგლებში გამართული
- შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემებისა და საგანმანათლებლო სივრცეში სასულიერო პირის ჩართულობის შესახებ;
- „ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასა“ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს შორის წარმოებული შიდამოლაპარაკების შედეგად 4 მუნიციპალიტეტში (ახალციხე, მარნეული, ხაშური, კასპი) განთავსებულ ბავშთა ბანაკებში მოძღვრების 12 ვიზიტი (სასულიერო პირების ორკაციანი ჯგუფები);
- დიპლომატიური კორპუსის საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტი უწმინდესისა და უნეტარესის სრული მხარდაჭერის მიზნით;
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა „ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ“;
- სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წიგნის „საინფორმაციო რესურსი ბავშვთა ქორწინების და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“ პრეზენტაცია. „კავშირმა XXI საუკუნემ“ ნაშრომი გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდამჭერი სერვისების მიწოდებისათვის სახელმწიფოს განმახორციელებელი სააგენტოს ფონდის (ATIPfund) მხარდაჭერით მოამზადა. წიგნის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები;
- საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით ჩატარებული შეხვედრა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სასულიერო პირები და UNICEF-ის წარმომადგენლები, ასევე - დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წევრები;
- საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართული ბრიფიგნი სუიციდის შემზარავი სტატისტიკისა და ამ საკითხზე მთელი საზოგადოების კონსოლიდაციისა და გამოსავლის გზების ერთობლივი ძიების მოწოდებისათვის;
- ახალგაზდებისათვის ერთობლივი მიმართვისა და ვიდეორგოლის შექმნა (სუიციდთან დაკავშირებით);
- საქართველოს სტუდენტური კონფერენცია ოლიპმიურ სასახლეში (მონაწილეობდა 3000-მდე სტუდენტი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. ორგანიზატორი - საქართველოს სტუდენტური პარლამენტი;
- საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობების“ შესახებ,
თანამედროვე ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდი სტატისტიკის თაობაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და, ზოგადად, ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობის შესახებ. დაისახა გეგმები სუიციდთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით;
- საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზდების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან და დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონთან (ონიანი).
შეხვედრა დავითგარეჯის მონასტრის დღეს არსებულ პრობლემას ეხებოდა.
- სამღვდელო პირთა გადამზადების მიზნით ყოველკვირეული შეხვედრები:
- რონდელის ფონდი (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი);
- „ალტერბრიჯი“ - „საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნება“.
- საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამარტივებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით:
- ფუნქციონირება დაიწყო facebook-გვერდებმა „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“ და „საპატრიარქოს უწყებანი“;
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“, დილის გადაცემა „განთიადში“ ოთხშაბათის დილის ეთერი ეთმობა განვლილი კვირის განმავლობაში საქართველოს ეკლესიათან დაკავშირებით წამოჭრილი აქტუალური საკითხების განხილვასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემას.