გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს! (პატრიარქის მიმართვა)


გვიახლოვდება საეკლესიო ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი დღეები: შაბათს, 22 ივნისს, არის მიცვალებულთა გამორჩეულად დიდი დღე, - სულის შაბათი.

კვირას ვიზეიმებთ ამ ქვეყნად ეკლესიის დაარსების დღეს, სულთმოფენობას, იგივე მარტვილიას და აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა ხსენებას.

ორშაბათიდან კი იწყება სულიწმინდის კვირეული შაბათის ჩათვლით.

გილოცავთ! და გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის.

სულიწმინდის მადლი და ჩვენს დიდებულ წინაპართა მეოხება არ მოკლებოდეს სრულიად საქართვლოს და თითოეულ თქვენგანს, ამინ!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

21.06.2024

მსგავსი განცხადებები: