- 2024/09/13
2024 წლის 12 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც უსინათლო და მხედველობადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს, სადაც აგრეთვე გაიმართა ტრაპეზი და არაფორმალურ გარემოში მათ შეძლეს სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე საუბარი.
ამავე დღეს ისინი სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების მუზეუმ-სასახლეშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი საუბარი გაიმართა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2023/02/13
- 2023/03/14
- 2023/03/20
- 2023/03/27
- 2023/04/03
- 2023/04/22
- 2024/01/26