ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან შეხვედრა მოეწყო


2023 წლის 5 ივნისს, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით - დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის აღსანიშნავად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) კურთხევით, სოფელ ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი წერეთლის ორგანიზებით და ადგილობრივი მრევლის ჩართულობით გაიმართა.

საჩხერის შშმ დღის ცენტრის აღსაზრდელები ტაძარში პარაკლისს დაესწრნენ, რის შემდეგაც, ანიმატორმა და ზღაპრის პერსონაჟებმა სხვადასხვა გასართობი ნომრები შეასრულეს, დღის ბოლოს კი საზეიმო ვახშამი გაიმართა.

დეკანოზი გიორგი ბავშვებს და დღის ცენტრის პედაგოგებს სულთმოფენობის დღესასწაულის მნიშვნელობასა და უწმინდესის საიუბილეო თარიღზე ესაუბრა და საჩუქრად ხატები, ჯვრები და სანთლები გადასცა.

მსგავსი განცხადებები: