გადაცემა მესამე ,,მარტივად რთულზე“
სტუმარი: ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
კრიზისი ნამდვილად არის შესაძლებლობა, ეს არის გამოწვევა ადამიანისთვის და საშუალება იმისა, რომ გადავიდეს ახალ საფეხურზე.
რომ არა წაქცევა, ადამიანი ადამიანად ვერ ჩამოყალიბდებოდა, მას შეიძლება თავი ჰგონებოდა უცდომელი არსება, რომელსაც არც მადლობის თქმა შეუძლია და არც ბოდიშის მოხდა.
ხშირად ადამიანის ეკლესიაში მოსვლის მიზეზი არის რაღაც პრობლემა, განსაცდელი... ადამიანის ცხოვრება სავსეა კრიზისით, განსაცდელით, რომელიც უნდა იქცეს ადამიანის განვითარების საფეხურებად.
როგორიც უნდა იყოს განსაცდელი და კრიზისი, ადამიანი მოწოდებულია, ეს გაიაზროს, მიიღოს და გააგრძელოს სვლა და იმოქმედოს. უფალი ხშირად ამბობს: „ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა“, უნდა ეძებდა, უნდა გადადგა ნაბიჯი, უნდა შეიმეცნო შენი მდგომარეობა და იმოძრაო ახლისაკენ.
განსაცდელში მყოფი ადამიანი ტაძარში რომ მოდის, რთულია ერთი ან ორი სიტყვით ანუგეშო და გაუშვა განკურნებული, ეს დიდი პროცესია... პირველი მოქმედება თანაგრძნობაა, ხანდახან მოსმენა და დადუმებაც კი. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა მოძღვარი.
იმედგაცრუებას მოჰყვება სევდა, შეიძლება დეპრესიის მაგვარი დაემართოს ადამიანს... ზოგჯერ ადამიანი ირჩევს ჩარჩენას რაღაც კრიზისში, რომ გაექცეს სხვა ტრავმებს, იზოლაციაში იქცევს თავს, რომ საერთოდ დაიმალოს სამყაროსგან.
როცა ადამიანი ბრაზობს, ჩვენ მოთმინება გვმართებს, ბრაზობს იმიტომ, რომ უსუსურობის განცდა აქვს და თითქოს ჩამოეშალა საყრდენები.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტანდემი - ექიმი, ფსიქოლოგი, მოძღვარი, იმიტომ რომ ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება.
დაბალ თვითშეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს თავმდაბლობასთან, თავმდაბლობა უნდა აირჩიო. გასამიჯნია თავმდაბლობა და დაბალი თვითშეფასება. ღმერთს არ უნდა, რომ შენ სულ დანაშაულის განცდა გქონდეს, ღმერთს უნდა სინანული, რაც გულისხმობს დამოკიდებულების და აზროვნების ცვლილებას და არა წარსულში ჩარჩენას.
ეკლესიაში არის ცოდნა, რომელიც გაგათავისუფლებს, სწორად შეგახედებს, სიმძიმეს მოგხსნის.
20.11.2022