2023 წლის 11 მარტს საქართველოს თავდაცვის აკადემიაში შესრულდა წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევა. ტაძრის კურთხევის წესი შეასრულა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამღვდელოებასთან ერთად.
სადღესასწაულო მსახურებას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯაუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, აკადემიის სტუდენტები, ოფიცრები, რიგითები და მათი ოაჯახის წევრები.
ტაძრის წინამძღვარი და აკადემიის მოძღვარი არის დეკანოზი დავით კასრაძე.