მარაბდის ბრძოლისა და ცხრა ძმა ხერხეულიძისადმი მიძღვნილი სპექტაკლი № 5 ქალთა დაწესებულებაში


2023 წლის 23 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, № 5 ქალთა დაწესებულებაში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მარაბდის ბრძოლისა და ცხრა ძმა ხერხეულიძის თემაზე სპექტაკლი წარმოადგინეს.

ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით ქალი პატიმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა.

წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: სპეციალური პენიტენციური სამსახურის Fb გვერდი

მსგავსი განცხადებები: