საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით გრძელდება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 15 ივლისს N 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ხელშეწყობით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრისა და რუსთავის თეატრის მსახიობებმა რევაზ ინანიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ლამაზი ცრემლები“ წარმოადგინეს.
მსჯავრდებულებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სანუგეშო ძღვენი გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში ბენდმა „იცანიმ“ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა.
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური