პატრიარქი: 'წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს'


,,წმინდანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარს თავისი მოწყალებით, თავისი სიყვარულით, თავისი თავმდაბლობით. იგი ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს.

წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარზე საგალობელში ვკითხულობთ: ,,როგორც არის სახელი შენი, ისეთია ცხოვრება შენი". მისი სახელი კი არის ნიკოლოზი, რომელიც ნიშნავს ,,გამარჯვებულს”.

ბედნიერია ის ადამიანი, ვინც იმარჯვებს საკუთარ თავზე, თავის ვნებებზე, თავის ამპარტავნებაზე; ვინც დათრგუნავს თავის მდაბალ გრძნობებს და ბედნიერია, ის ადამიანი, ვინც აგროვებს სულიერ საუნჯეს - ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი".

აი, დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზის დღეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რით მოიპოვა წმინდა ნიკოლოზმა ასეთი ძალა, ასეთი მადლი. მან მოიპოვა თავისი სიმდაბლით, თავისი თავმდაბლობით.

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

19.12.2008

მსგავსი განცხადებები: