სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვა შენდობის დღეს
"დღეს არის შენდობის დღე, პატიების დღე. ამიტომ ახლა მოგმართავთ თხოვნით:
გათავისუფლდით ცოდვებისაგან, მიიღეთ ლოცვა-კურთხევა და შენდობა ზეციერი მამისაგან.
ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ ყოველი თქვენი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ!"
27 თებერვალი, 2023 წელი






















