სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე
,,ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.
ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.
დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას.
ჩვენთან არს ღმერთი!"
თბილისის სიონის ტაძარი
04.12.22
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა