მიმდინარე წლის 23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის აქტუალურობასა და დამატებითი სასწავლო რესურსების შექმნის საჭიროებებს, ასევე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიისა და სხვა დარგების გაცნობა ემიგრაციაში მყოფი მოზარდებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, რომელმაც აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე საპატრიარქოს უცხოეთში მდებარე საკვირაო სკოლებისთვის, ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს დამატებითი სასწავლო რესურსის კონცეფციაზე.