შეხვედრა დიასპორების წარმომადგენლებთან


2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა აშშ-ში მოქმედი ქართველთა დიასპორული ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლისა" და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოღვაწე დიასპორების წარმომადგენლების ჯგუფი.
 
ამ ადამიანების პირადი თავდადებითა და მრავალწლიანი შრომით სისტემატურად იმართება სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მათი აქტივობები როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული და საქველმოქმედო თვალსაზრისით, თვისტომზე ზრუნვის ქრისტიანული წესის თვალსაჩინო მაგალითებია.
 
საქართველოს საპატრიარქოში მათ უმასპინძლეს დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურისა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ და სხვა სასულიერო და საერო პირებმა.
 
საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც ცვალებად მსოფლიოში მუდმივად დგება ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე. მომხსენებელი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი.
 
დაიგეგმა შესაძლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები.
 
შეხვედრა თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა.

მსგავსი განცხადებები: