მიტროპოლიტმა შიომ პროექტის 'საზღვრებს მიღმა' მონაწილე მოზარდები მიიღო


ამა წლის 26 ივლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ჰერეთიდან და აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დიასპორებიდან.

შეხვედრაზე მოზარდებმა ქართული სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს.

აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებსა და დიასპორებში მცხოვრები მოზარდების დაახლოებას, რაშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც დიდი წვლილი შეაქვს.

მსგავსი განცხადებები: