საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შემეცნებითი საღამოებისა და შეხვედრების ციკლს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხის შესახებ.
2022 წლის 15 ნოემბერს მორიგი სტუმარი გახლდათ ცნობილი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ,,ქრისტე ისლამში". სტუმარმა ისაუბრა ქრისტიანობისა და ისლამის ურთიერთმიმართების შესახებ როგორც ლიტერატურაში, ისე საღვთისმეტყველო ტექსტებში, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახეების თაობაზე ,,ყურანში", ზოგადად, ,,ყურანის" ქართულად თარგმნის ისტორიასა და ამ თარგმანის მნიშვნელობაზე. საგულისხმოა, რომ ბატონი გიორგი ლობჟანიძე გახლავთ ,,ყურანის" პირველი მთარგმნელი არაბულიდან ქართულ ენაზე. მის თარგმანს კი თან ერთვის მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო შესავალი და ვრცელი გამოკვლევა.
შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმარსა და სასულიერო პირებს შორის მეტად საინტერესო დისკუსია გაიმართა თემის შესახებ.
ფოტოები: ნინო სოზაშვილი