საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შემეცნებითი საღამოებისა და შეხვედრების ციკლს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხის შესახებ.
2022 წლის 20 დეკემბერს მორიგი სტუმარი გახლდათ ფილოსოფოსი ანა ქირია.
შეხვედრის მთავარი თემა იყო არისტოტელე, მეტაფიზიკა და ქრისტიანობის დამოკიდებულება არისტოტელეს სწავლებებისადმი.
შეხვედრისას სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არისტოტელეს მე-12 წიგნზე, რომელშიც საუბარია ღმერთზე, იმსჯელა არისტოტელეს შეხედულებებზე ფორმის, გონების, წმინდა სინამდვილის, სრულყოფილად მყოფის, უძრავი მამოძრავებელისა და სხვა საკითხების შესახებ. ამასთან, აღნიშნა, როგორ აღიქვამს ქრისტიანობა არისტოტელეს სწავლებებს და რა გავლენა მოახდინა მისმა მოძღვრებამ ქრისტიანულ აზროვნებაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარსა და სასულიერო პირებს შორის მეტად საინტერესო მსჯელობა გაიმართა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი